ფართო მოხმარების საქონელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფართო მოხმარების საქონელი — საქონელი, რომელსაც შეიძენს საბოლოო მომხმარებელი პირადი გამოყენებისათვის.

ფართო მოხმარების საქონელი შეიძლება დაიყოს ყოველდღიური მოთხოვნის, წინასწარი შერჩევის, განსაკუთრებული საქონლის შერჩევისა და პასიური მოთხოვნის საქონლად.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იგივე საქონელი, შეიძლება იყოს ყოველდღიური მოთხოვნის, წინასწარი შერჩევისა და განსაკუთრებული მოთხოვნის საგანი. მაგალითად: საპარსი არის ყოველდღიური მოხმარების საგანი, ამავე დროს, მომხმარებლისათვის ის შეიძლება იყოს წინასწარი შერჩევის საგანი, რადგან ეძებს სხვადასხვა ფირმის პროდუქციას შორის განსხვავებას და იღებს საჭირო გადაწყვეტას მათი შეძენის შესახებ. ამავე დროს, იგივე საქონელი შეიძლება იყოს ფუფუნების საგანი, ცალკეული მომხმარებლისათვის.

საქონლის ასეთი დაყოფა განსხვავებულია სხვადასხვა ეკონომიკური განვითარების დონის ქვეყნების მიმართ. ის, რაც მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ითვლება ყოველდღიური მოთხოვნის საქონლად, ზოგიერთი დაბალგანვითარებული ქვეყნის, ჩამორჩენილი დონის ქვეყნებისათვის შეიძლება იყოს წინასწარი შერჩევის ან გასნაკუთრებული მოთხოვნის საქონელი.