ფავრიზ ფიზული ოღლი ბაღიროვი (აზერ. Pərviz Fizuli oğlu Bağırov; დ. 10 თებერვალი, 1994) — აზერბაიჯანელი მოკრივე, დუბლინში 2011 წელს გამართული ევროპის 2011 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული. 2015 წლის ბაქოში გამართული ევროპული თამაშების გამარჯვებული, 2015 წლის დოჰაში გამართული და 2012 წლის ერევანში გამართული მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი. წარმოადგინა აზერბაიჯანი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რომელიც რიო-დე-ჟანეიროში ჩატარდა.

ფარვიზ ბაღიროვი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 10 თებერვალი, 1994(1994-02-10) (30 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
ქვეყანა აზერბაიჯანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფარვიზ ბაგიროვი დაიბადა 1994 წლის 10 თებერვალს[1].მან სპორტული კარიერა 2007 წელს დაიწყო. 2011 წელს მან დუბლინში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. ეს იყო ახალგაზრდა მოკრივის პირველი წარმატება.[2].

2012 წლის დეკემბერში, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ახალგაზრდულ კრივში მსოფლიო ჩემპიონატზე, ფარვიზ ბაღიროვმა ბრინჯაო მოიპოვა 64 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მერვედფინალში დაამარცხა გერმანიის წარმომადგენელი მარსელ ორსინგერლერი[3], მეოთხედფინალში დაამარცხა ლიეტუველი ესიმანტას სტანიონისი[4] ბაღიროვმა ნახევარფინალში წააგო გვატემალაელ მოკრივე ლესტერ ნორმანდი მარტინეს ტუტუსთან[5].

2015 წლის 27 ივნისს ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე ფარვიზ ბაღიროვმა 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში რუსი ალექსანდრე ბესპუტინი დაამარცხა. ფინალურ მატჩს ბაქოს კრისტალ ჰოლში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ფინალამდე ბაღიროვმა 3:0 დაამარცხა მოლდოველი ვასილი ბელუსი, გერმანელი აბას ბარონი და დიდი ბრიტნანეთის წარმომადგენელი ჯოშ კელი.[2]. 29 ივნისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას პირველი ევროპული თამაშების გამარჯვებულებისა და აზერბაიჯანის სპორტის განვითარებაში დიდი წვლილის შემტანი პირების დაჯილდოების შესახებ. ფარვიზ ღაგიროვი დაჯილდოვდა „დიდების ორდენით“ პირველ ევროპულ თამაშებზე დიდი მიღწევებისთვის და აზერბაიჯანში სპორტის განვითარებაში მისი დამსახურებისთვის.[6][7].

2015 წლის ოქტომბერში, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფარვიზ ბაღიროვი 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც წააგო ყაზახ დანიარ იელესუინოვთან. იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ფინალისტმა, მაროკოელმა მოჰამედ რაბიამ, უკვე მოიპოვა ოლიმპიადის ლიცენზია WSB-ის მეშვეობით, ბაღიროვმა, როგორც ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, მიიღო ლიცენზია 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა.[8].

ამჟამად ის არის კლუბ „ნეფთჩიშ“ წევრი. მისი მწვრთნელია სიდნეის 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ვუგარ ალეკპეროვი.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება