ფარეხიცხვრის შესანახი შენობა. არსებობს საერთო ფარეხი, სადაც ყველა ასაკის და სქესის ცხვარს ინახავენ და სპეციალიზებული, რომელიც გათვალისწინებულია ერთი ასაკის და სქესის ცხოველისთვის. ფარეხის მასალად იყენებენ ხეს, აგურს, ქვას. საქართველოს სსრ-ში აშენებდნენ ფარეხებს 800-1500 ცხვრისთვის, ხოლო ზოგიერთ მეურნეობაში ასაწყობი ბლოკით შენდებოდა 2500 ცხვარზე გათვლილი ფარეხი, სადაც საკვების და წყლის მიწოდება და ნაკელის გამოზიდვა მექანიზებული იყო.

ლიტერატურა რედაქტირება