ფანტომასი
ფანტომასი (ფრანგ. Fantômas) — გამოგონილი პერსონაჟი, შექმნილი ფრანგი მწერლების, მარსელ ალენის (1885–1969) და პიერ სუვესტრის (1874–1914) მიერ.
ფანტომასი, ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟი ფრანგულ დეტექტივებში, შეიქმნა 1911 წელს და გამოჩნდა 32 ოფიციალურ ტომეულში, რომელიც დაიწერა სუვესტრისა და ალენის მიერ. ამას მოჰყვა სუვესტრის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ალენის მიერ დაწერილი 11 ტომი. პერსონაჟი იქცა მრავალი ფილმის, სატელევიზიო სერიალისა თუ კომიქსის გმირად.
ადაპტაციები
რედაქტირებაფილმები
რედაქტირებაანდრე უნებელის ეკრანიზაციები
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ფანტომასის სხვადასხვა ეკრანიზაცია არსებობს, განსაკუთრებით პოპულარულია სამი ფრანგული კომედიური ჟანრის ფილმი, რომელთა რეჟისორია ანდრე უნებელი. მათი სიუჟეტები რომანებს არ ეფუძნება, მაგრამ მოიცავს ისტორიებს, რომელთა მოქმედ გმირებს აქვთ იგივე სახელები, რაც რომანებში. ფანტომასი ამ ფილმებში ნაჩვენებია, როგორც უსახური ადამიანი, ხოლო მოქმედებები გაჯერებულია კომედიური სიტუაციებით და ჯეიმზ ბონდისეული სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, როგორიც არის მფრინავი მანქანა. კომედიურ ტონს ფილმებს უნარჩუნებს ლუი დე ფიუნესის მონაწილეობა, კომისარ ჟუვის როლში. ფილმებში აგრეთვე მონაწილეობს ჟან მარე, როგორც ჟურნალისტ ფანდორის, ასევე თავად ფანტომასის როლში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ფანტომასი