ფანასკერტელის ინდექსი

ფანასკერტელის ინდექსი[1] — თვლადი, ციფრული მაჩვენებელი, ჯანდაცვის სფეროს მომსახურების, სერვისებისა და სამედიცინო პროდუქციის ფასთა ცვლილების შესახებ. ფანასკერტელის ინდექსის იკვლევს ჯანდაცვის სფეროს ძირითადი მიმართულებებს, ასახავს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე არსებული ფასების რეალურ სურათს და ახდენს მონაცემების ანალიზს.[2] ფანასკერტელის ინდექსი თვალყურს ადევნებს სამედიცინო სერვისებსა და მომსახურებაზე ფასთა ცვლილებას და სწავლობს ბაზარზე არსებულ გამოკვეთილ ტენდენციებს.

ფანასკერტელის ინდექსი აერთიანებს სამედიცინო სფეროს მიმართულებების ისეთ ინდექსებს როგორიცაა: ფანასკერტელი ფარმა,[3] ფანასკერტელი აფთიაქები, ფანასკერტელი კარდიოლოგია,[4][5] ფანასკერტელი ჯანდაცვა, ფანასკერტელი კლინიკები, ფანასკერტელი–კეთილდღეობის ინდექსი.

ფანასკერტელის ინდექსი გამოითვლება 200 მუდმივი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მედიკამენტის ფასების წინა თვესთან შედარებით. დაკვირვება ხდება ე.წ. გამოკითხვის გზით 5 სააფთიაქო ქსელში. დაანგარიშდება ფასების საშუალო მედიანა და შედეგად მიიღება ინდექსის მნიშვნელობა. ინტერვიუერების მიერ მეთოდოლოგიის ზედმიწევნით სრულყოფილად შესრულებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოცდილი მკვლევარები ახდენენ.

ინდექსის მიერ შესწავლილი პრეპარატების სიაში შედის ყველაზე მოხმარებადი ჯგუფის მედიკამენტები. (კარდიოლოგია,ანტიბიოტიკები, დიაბეტიკა და ა.შ.)

ინდექსის ისტორია

რედაქტირება

ფანასკერტელის ინდექსის პირველი კვლევა 2016 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნდა.[6] შესწავლილი იყო 200 ყველაზე მოხმარებადი მედიკამენტის ფასი 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვის მონაცემების მიხედვით. ინდექსმა ნოემბერში 14.5, ხოლო დეკემბერში კი 14 პუნტქი შეადგინა.[7]

მეორე კვლევა ეხებოდა იანვრის თვის მონაცემს, რომელიც გამოქვეყნდა 15 თებერვალს და რომლის მიხედვითაც ინდექსმა 13.35 პუნტქი შეადგინა.[8]

თებერვლის თვის მონაცემები გამოქვეყნდა 2016 წლის 7 მარტს, რომლის მიხედვითაც ინდექსმა 12,7 პუნქტი შეადგინა და მედიკამენტების ფასები შემცირდა 4.5%-ით.[9]

მარტის თვის მონაცემი გამოქვეყნდა 8 აპრილს, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე ფასები 12.5%-ით შემცირდა.[10]

მორიგი, აპრილის თვის კვლევა გამოქვეყნდა 2016 წლის 17 მაისს. ამ შემთხვევაში ინდექსი 0.3 პუნქტით შემცირდა და 11.07 პუნქტი შეადგინა.[11][12][13]

მაისის თვის კვლევა გამოქვეყნდა 2016 წლის 15 ივნისს, რომლის მიხედვითაც ფასი 200 ყველაზე მოხმარებად მედიკამენტზე გაძვირდა 17.43%-ით.[14]

ფანასკერტელის ინდექსის სახელი დაკავშირებულია მე–15 საუკუნის ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისა და მეცნიერის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელთან და მის წვლილთან ქართული მედიცინის განვითარებაში. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი იყო ავტორი ორიგინალური სამედიცინო ძეგლისა - სამკურნალო წიგნი-კარაბადინი.

ზაზა ფანასკერტელი ძველი დროის ერთადერთი ქართველი ექიმი-მეცნიერია, რომლის ავტორობა სამკურნალო წიგნზე და მისი ბიოგრაფიული მონაცემები ეჭვს არ იწვევს.

ინდექსის ტიპები

რედაქტირება
  • ფანასკერტელი ფარმა არის ინდექსი, რომელიც გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი – ჯენერიკები.
  • ფანასკერტელი კარდიოლოგია ინდექსი იკვლევს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული კარდიოლოგიური ჯგუფის 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასებს. აკვირდება ფასების კლებისა და ზრდის ტენდენციებს. მედიკამენტების სიაში შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების პრეპარატები. როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი – ჯენერიკები.
  • ფანასკერტელის აფთიაქები სწავლობს სხვადასხვა სეგმენტისათვის შერჩეული აფთიაქების (ჩვილის, ბავშვის, პირველადი დახმარების, ოჯახის, ოფისის, ტურისტის, აგარაკის,მძღოლის) ჯგუფში შემავალი მედიკამენტების სიასა და ფასებს. ინდექსი იკვლევს წინასწარ შერჩეული მედიაკმენტების ფასთა ცვლილებას, გამოკვეთილ ტენდენციებს. თითოეულ ჯგუფში შემავალი მედიკამენტების ფასის ცვლილების შესახებ რალური სურათის მისაღებად დარდება 20 მდე დასახელების მედიკამენტის ფასი და მოწმდება 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში.
  • ფანასკერტელი ჯანდაცვა არის ინდექსი, რომელიც გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების მიმართ, აფასებს ჯანდაცვის სფეროში მომსახურების ხარისხს, მედიკოსების კვალიფიკაციას, სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას.
  • ფანასკერტელი კლინიკები ეს ინდექსი სწავლობს კლინიკების მომსახურების ხარისხს, სამედიცონო პერსონალის კვალიფიკაციას, სამედიცინო აღჭურვილობის სტანდარტსა და სერვისების ხელმისაწვდომობას.
  • ფანასკერტელი კეთილდღეობის ინდექსი. ეს არის ინდექსი, რომელიც გამოითვლება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, იაფი მედიკამენტების, საყოველთაო დაზღვევის მომსახურებისა და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მაჩვენებლით.
  • ფანასკერტელი ანტიბიოტიკები. ინდექსი სწავლობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ანტიბიოტიკების ჯგუფის 50 დასახელების ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტის ფასების კლებისა და ზრდის ტენდენციას. ახორციელებს ფასების მუდმივ მონიტორინგს.
  • ფანასკერტელი დიაბეტიკა. ინდექსი ახორციელებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული დიაბეტური ჯგუფის 50 დასახელების ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტის ფასების შესწავლას. ინტენსიურად ადევნებს თვალყურს ფასების კლებისა და ზრდის პროცესს, ახდენს დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1. „აფბა მედიკამენტებზე ფასის შემცირებას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას უკავშირებს“[მკვდარი ბმული], სააგენტო„commersant.ge“
  2. 2. “რატომ არის გარდაუვალი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების გაიაფება?“ დაარქივებული 2016-12-09 საიტზე Wayback Machine. , სააგენტო „fact.ge
  3. 3. “ძლიერი კონკურენტის გამოჩენისას, უნდა შეელიო შენს მადიან წარსულს, თორემ გაკოტრებისკენ წახვალ“ დაარქივებული 2016-04-02 საიტზე Wayback Machine. , სააგენტო „pia.ge
  4. 4. ,,ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს და ეს არ მომწონს“[მკვდარი ბმული], სააგენტო „for.ge
  5. Panaskerteli Index Decreases by Extra 12.5% Medication Prices Keep Declining”[მკვდარი ბმული], Caucasian Business Week
  6. 5. „სახელმწიფო ფრთხილად, გეგმაზომიერად, არგუმენტირებულად უნდა ერეოდეს რეგულაციებში“, “droni.ge
  7. 6. “თინათინ ტურძილაძე: ,,ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების ტერაპია იაფი გენერიკებით მიდის“, სააგენტო „pirveli radio.ge”
  8. 7. “სოსო ცისკარიშვილი: კანონმდებლობაში ცვლილების გარეშე მედიკამენტების ფასის ზრდა გარდაუვალია[მკვდარი ბმული], commersant.ge”
  9. 8. შოთა გულბანი: ფასები მედიკამენტებზე უკვე 5 თვის განმავლობაში იკლებს“[მკვდარი ბმული], სააგენტო businesscontact.ge
  10. 9. “კვლევის მიხედვით, კარდიო ინდექსი 5 პუნქტით გაიზარდა“ დაარქივებული 2017-01-15 საიტზე Wayback Machine. , სააგენტო „jandacva.ge
  11. 10. “დემურ გიორხელიძე: ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულმა მსხვილმა იმპორტიორებმა დოლარის გაიაფებით ისარგებლეს დაარქივებული 2016-10-21 საიტზე Wayback Machine. , სააგენტო „jandacva.ge
  12. 8. „მედიკამენტებზე ფასის შემცირებას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას უკავშირებს“[მკვდარი ბმული], გაზეთი „ვერსია“
  13. 21. "სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ზრდაზე“[მკვდარი ბმული], გაზეთი „ბანკები და ფინანსები
  14. 1. „აფბა მედიკამენტების ფასების მონიტორინგს იწყებს[მკვდარი ბმული], გაზეთი ,,კომერსანტი“