ფალგუ
ფალგუ (ჰინ. फल्गु नदी) — მდინარე ინდოეთში, ბიჰარის შტატში, გადაკვეთს ქალაქ გაიას, წარმოადგენს წმინდა მდინარეს ინდუსებისათვის.
ფალგუ | |
---|---|
ქვეყანა | ინდოეთი |
ფალგუ ვიკისაწყობში |
წარმოიქმნება ბოდჰ-გაიას სიახლოვეს, ორი პატარა ნაკადულის შერწყმის შედეგად. ხშირად მას ნირანჯანას უწოდებენ.[1] წარმოქმნილი დინება მიემართება ჩრდილოეთით და კვეთს ქალაქ გაიას.[2]
მუსონების სეზონში ფალგუს წყალდიდობა ახასიათებს, მაგრამ მშრალ სეზონზე იგი უმნიშვნელო, ქვიშის ფართო ნაპირებიანი დინებაა.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gaya, India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-23. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
- ↑ 2.0 2.1 Bengal District Gazaetter - Gaya By L.S.S. O’malley. pp. 8-9. Google books. ციტირების თარიღი: 2010-05-05.