ფალანგა (ბერძ. φάλαγξ) — ქვეითთა საბრძოლო წესრიგი (მწყობრი) ძველ მაკედონიაში, საბერძნეთსა და სხვა სახელმწიფოებში.

ბერძნული ფალანგა

ბერძენ ჯარისკაცს ჰოპლიტი ერქვა. მძიმედ შეიარაღებულ ჰოპლიტებისაგან შემდგარ წყობას ფალანგას უწოდებდნენ. იგი შენდგებოდა 8 ჩამწკრივებული ჰოპლიტისაგან. ჰოპლიტთა ლაშქარი ბერძენთა ძირითად საომარ ძალას წარმოადგენდა ბერძნებს მცირერიცხოვანი ცხენოსანი ჯარი, ანუ კავალერიაც ჰყავდათ. ფალანგას ბრძოლა შეეძლო მხოლოდ გაშლილ ადგილას. დაშლილი ფალანგა ბრძოლის უნარს კარგავდა. ფალანგის სუსტი ადგილი იყო გვერდითი ხაზები და ზურგი. მჭიდროდ შეკრულ ფალანგას უძლიერესი დარტყმის მიყენება შეეძლო მოწინააღმდეგის ქვეითი ლაშქრისათვის, მაგრამ ვერაფერს ხდებოდა ცხენოსანთა წინააღმდეგ. ფალანგას ასევე იყენებდა ალექსანდრე მაკედონელი. მაკედონური ფალანგის წინა მწკრივებიდან ამომართული შუბების წყება მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნიდა მტრის მეომრებთან შეჯახებისას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: