უძუმაკი ნარუტო
ნარუტო უძუმაკი (იაპონ. うちはサスケ?, უძუმაკი ნარუტო) — მანგა და ანიმე სერიალ „ნარუტოს“ პერსონაჟი, რომლის შემქმნელიცაა მასაში კიშიმოტო. იგი სერიალის მთავარი გმირია, მოზარდი ნინძა გამოგონილ სოფელ კონოჰაგაკურედან (დამალული ფოთლების სოფელი). თანასოფლელები მას დასცინიან ცხრაკუდიანი დემონი მელას გამო, რომელიც სოფელს თავს დაესხა. თავდასხმის დროს, მეოთხე ჰოკაგემ სიკვდილის წინ დემონი ნარუტოს სხეულში ჩაბეჭდა, სწორედ მამამისის ამ გადაწყვეტილებამ წაართვა ბავშვობა ნარუტოს, სწორედ ამიტომ აღიქვამდნენ მას მონსტრად თანასოფლელები, რადგან მასში დემონი ცოცხლობდა, დემონი რომელმაც სცადა სოფლის განადგურება. ამის მიუხედავად, ის აღიარებისთვის იბრძვის, რათა ჰოკაგე გახდეს - სოფლის ბელადი. მისი უდარდელი, ოპტიმისტური და მშვიდი ხასიათი აძლევს მას იმის უფლებას, რომ საერთო ენა გამონახოს კიდევ ერთ ნინძასთან როგორც თავისი სოფლიდან, ასევე სხვა სოფლებიდან. ნარუტო ჩნდება სერიალის მიხედვით გადაღებულ ფილმებში და სხვა მედიაში - ვიდეო თამაშებში და ორიგინალურ ანიმაციურ ვიდეოებში (OVA), ასევე ნარუტოს ვხედავთ მის გაგრძელებაში, უკიო კოდაჩის ბორუტო: ნარუტოს შემდეგ თაობაში, სადაც ნარუტო უკვე ზრდასრულია ხოლო მთავარი გმირი კი არის მისი შვილი, ბორუტო.
უძუმაკი ნარუტო | |
---|---|
ნაწილი I (ქვედა), ნაწილი II (შუა) და ნარუტო ბორუტოში (ზედა) დიზაინის ავტორია მასაში კიშიმოტო | |
დებიუტი | მანგა: I ტომი თავი 1 ანიმე: I ნაწ. ეპ. 1 |
შემქმნელი | მასაში კიშიმოტო |
გახმოვანება | იაპონური ჯუნკო ტაკეუჩი ინგლისური მეილი ფლენგენი |
პროფილი | |
ასაკი: | I ნაწ: 12-13 წლის II ნაწ: 16-17 წლის ბორუტო: 32 წლის |
სქესი: | მამრობითი |
ეროვნება | კონოჰაგაკურელი |
წოდება | I და II ნაწილში გენინი, ხოლო ბორუტო: ნარუტოს შემდეგ თაობაში ჰოკაგე |
ნათესავები |
|
მოკავშირეები | |
შესაძლებლობები | მიწა, ჰაერი, ცეცხლი (სტიქიები)
|
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: უძუმაკი ნარუტო