უძილობა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
უძილობა, ინსომნია, აგრიპნია, ძილის მოშლა — ახასიათებს ღამის ძილის პერიოდის შემცირება, დაძინების გაძნელება, ზერელი წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ დილით გაღვიძების გაძნელება); ხშირად დაერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და სხვა.[1] უძილობის დროს მცირდება ღრმა ძილის პერიოდი, ირღვევა ურთიერთობა ძილის (სიზმრებიანი და უსიზმრო) ფაზებს შორის. უძილობა ძირითადად ვითარდება ნევროზის, ფსიქოზის, ტვინის ორგანული დაავადების (ნეიროინფექცია, თავის ტვინის ღეროს ანთებითი, სისხლძარღვოვანი, ტრავმული დაზიანება), გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადების დროს, აგრეთვე ისეთი სომატური დაავადების შემთხვევაში, როდესაც დაავადების რაიმე გამოვლინება (ქოშინი, ხველა, ტკივილი, კუჭის აშლილობა და სხვა) ხელს უშლის თავის ტვინის ძილის მარეგულირებელი მექანიზმის დროულ ჩართვას ძილში. ჯანმრთელი ადამიანის უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ან\და ფსიქოლოგიურმა გადაძაბვამ, ღრმა განცდებმა და ა.შ.
მკურნალობა
რედაქტირებაშრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა; გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილება; უძილობის გამომწვევი დაავადების მკურნალობა; ნევროზის დროს — ფსიქოთერაპია, ტრანკვილიზატორები, ძილის წინ სეირნობა, წყლის პროცედურები, ფიზიკური ვარჯიში: ზოგჯერ საძილე საშუალებანი;
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Roth T (August 2007). „Insomnia: definition, prevalence, etiology, and consequences“. Journal of Clinical Sleep Medicine. 3 (5 Suppl): S7–10. doi:10.5664/jcsm.26929. PMC 1978319. PMID 17824495.