უცხოპლანეტელი (ფილმი)
უცხოპლანეტელი (ინგლ. E.T. the Extra-Terrestrial) — 1982 წლის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერია სტივენ სპილბერგი, ხოლო სცენარისტი - მელისა მეთისონი. ფილმის სპეციალური ეფექტების ავტორები არიან კარლო რამბალდი და დენის მარენი, მთავარ როლებს კი ასრულებენ ჰენრი თომასი, დი უოლესი, რობერტ მაკნოუტონი, დრიუ ბერიმორი და პიტერ კოიოტი. ფილმში მოთხრობილია ელიოტის ამბავი, რომელიც უმეგობრდება უცხოპლანეტელს (უ.პ., ინგლ. E.T.), რომელსაც დედამიწაზე შემთხვევით ტოვებენ სხვა უცხოპლანეტელები. ელიოტი და მისი და და ძმა უცხოპლანეტელს შინ დაბრუნებაში ეხმარებიან, რათა დამალონ დედისგან და გადაარჩინონ მთავრობის წარმომადგენლებისგან.
„უცხოპლანეტელი“ | |
---|---|
რეჟისორი | სტივენ სპილბერგი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი | მელისა მეთისონი |
ისტორია | სტივენ სპილბერგი |
როლებში | |
მუსიკა | ჯონ უილიამსი |
ოპერატორი | ალენ დავიო |
მონტაჟი | კეროლ ლიტლტონი |
სტუდია | Amblin Entertainment |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 114 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 10 მილიონი აშშ დოლარი [1] |
შემოსავალი | 792.9 მილიონი აშშ დოლარი [1] |
ფილმის კონცეფცია ეფუძნება გამოგონილ მეგობარს, რომელიც სპილბერგმა წარმოიდგინა მშობლების 1960 წელს გაყრის შემდეგ. 1980 წელს სტივენმა გაიცნო მეთისონი და მათ ერთად, დაუსრულებელი პროექტიდან „ღამის ცა“ შექმნეს ახალი ამბავი. გადაღებები მიმდინარეობდა 1981 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე, კალიფორნიაში, 10.5 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით. განსხვავებით ბევრი მხატვრული ფილმისგან, სცენები თითქმის ქრონოლოგიურად გადაიღეს, რათა ახალგაზრდა მსახიობებს, როლს მიჩვეულებს, უფრო დამაჯერებლად ეთამაშათ.
ფილმი გამოვიდა 1982 წლის 11 ივნისს და იქცა ბლოკბასტერად. მისი შემოსავალი უფრო რეკორდული იყო, ვიდრე „ვარსკვლავური ომების“ და კვლავ ინარჩუნებდა ამ რეკორდს შემდეგი 11 წლის განმავლობაში, სპილბერგის შემდეგ ფილმ „იურულ პარკამდე“. უცხოპლანეტელი 1980-იანების ყველაზე შემოსავლიანი ფილმია. კრიტიკოსები მას აღიარებენ, როგორც მარად ამბავს მეგობრობის შესახებ. Rotten Tomatoes-ის გამოკითხვაში იგი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყველა დროის უდიდესი ფილმის სტატუსს ატარებს. უცხოპლანეტელი 1994 წელს მოხვდა აშშ-ის კინოფილმების ეროვნული რეესტრში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი“.[2] 1985 წელს გამოვიდა მისი ახალი ვერსია, ხოლო 2002 წელს, 20 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად - კიდევ ერთი, შეცვლილი კადრებით და დამატებითი სცენებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 E.T.: The Extra-Terrestrial (1979). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: February 5, 2009.
- ↑ Films Selected to The National Film Registry, Library of Congress 1989–2006. National Film Registry of the Library of Congress. ციტირების თარიღი: February 15, 2007.