უცნობი შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ძალიან სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის. კანი სქელი და უხეში აქვს.

სიმწიფის ძალიან საგვიანო პერიოდის ჯიშია.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 366