უჩხითის ჯამეარქიტექტურული ძეგლი, ხის ორსართულიანი ჯამე. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითში. თარიღდება XIX საუკუნით.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ჯამე იქცევს ყურადღებას მწყობრი პროპორციებით, ქვის ოვალური კიბითა და ჭვირულმოაჯირიანი აივნით, კრამიტის საბურავითა და ფართო სარკმლებით. უჩხითის ჯამე საბჭოთა პერიოდში სხვა აჭარული ჯამეების მსგავსად, დაიკეტა, თუმცა დაიწყეს მისი გამოყენება დამამზადებელ პუნქტად, რასაც გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებები მოჰყვა ჯამეს ინტერიერში. ამჟამად უჩხითის ჯამეში აღდგენილია ღვთისმსახურება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11739