ტერმინს „უშბა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ უშბა (მრავალმნიშვნელოვანი).

„უშბა“ — ქართული ორკვირეული ლიტერატურული ჟურნალი. გამოვიდა 1926 წელს ქალაქ ქუთაისში. სულ გამოიცა 6 ნომერი. გამომცემელი — სარედაქციო კოლეგია. დაბეჭდილია ლექსები, ნოველები, კრიტიკული წერილები, ბიბლიოგრაფია და სხვ. თანამშრომლობდნენ: ი. ასათიანი, ვ. გაბესკირია, ტერენტი გრანელი, ვანლერ დიასელი (გაბუაძე), ი. ჯორჯაძე, მ. ორბელი, პ. ფრანგიშვილი, ა. ქელბაქიანი, შ. ჩარკვიანი, დია ჩიანელი (ჩხეიძე), ი. ჩხაიძე, ჯ. ჯორჯიკია, დ. თომაშვილი და სხვ.

უშბა
ენა ქართული
მთავარი რედაქტორი სარედაქციო კოლეგია
პუბლიკაციის დეტალები
ქვეყანა საქართველო

ლიტერატურა

რედაქტირება