უშაკოვის ძეგლი (დონის როსტოვი)

უშაკოვის ძეგლი (რუს. Памятник Ушакову) — რუსეთის სამხედრო-საზღვაო მეთაურის, შავი ზღვის ფლოტისა და ხმელთაშუა ზღვაში რუსეთ-ოსმალეთის ესკადრილიის მეთაურის, ადმირალ თევდორე თევდორეს ძე უშაკოვის ძეგლი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

უშაკოვის ძეგლი
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთი
არქიტექტორი ანატოლი სკნარინი
გახსნის თარიღი 2001
გარე სურათები
უშაკოვის ძეგლი დონის როსტოვში

ძეგლი გაიხსნა 2001 წლის 16 სექტემბერს. ძეგლის ავტორია რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი ანატოლი სკნარინი. ადმირალის ქანდაკების დადგმის ინიციატორები იყვნენ დონის როსტოვში მოქმედი სუვოროვ-ნახიმოვის კლუბის წევრები.

რუსმა ადმირალმა თევდორე უშაკოვმა თავისი ცხოვრება რუსეთის შავი ზღვის ფლოტში სამსახურს მიუძღვნა. იგი საზღვაო ბრძოლების დიდოსტატი და რუსული სამხედრო-საზღვაო ტენიკის დამფუძნებელი იყო. დიდი წვლილი შეიტანა საზღვაო ფლოტის ტაქტიკის განვითარებაში.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, უშაკოვს არ განუცდია არცერთი დამარცხება მტერთან ბრძოლაში, არ დაუკარგავს არცერთი გემი და არც ერთი მის დაქვემდებარებაში მყოფი მატროსი არ ჩავარდნილა ტყვედ.

უშაკოვის ცხოვრება დაიწყო დონზე. მან აქ დაასრულა საზღვაო კადეტთა კორპუსი. ახალგაზრდა ოფიცერი მსახურობდა დონის კაზაკთა ფლოტში ა. სინიავინის ხელმძღვანელობის ქვეშ. თევდორე თევდორეს ძე უშაკოვი იცავდა აზოვისპირეთს, დონის ქვემო დინებასა და აზოვის ციხესიმაგრეს არაკეთილისმსურველთა თავდასხმისაგან.

ამ პერიოდში რუსეთის ფლოტი ვიტარდებოდ სწრაფი ტემპით და საჭიროებდა ახალი გემებით მუდმივ შევსებას. აზოვის ფლოტის გემების მშენებლობის პერიოდში მიჩმანი უშაკოვი დაკავებული იყო ხე-ტყის მასალის მიწოდებით.

1769 წელს წმინდა დიმიტრი როსტოველის ციხესიმაგრეში მას მიანიჭეს ლეიტენანტის ჩინი. დონის და აზოვისპირეთის ტერიტორიაზე უშაკოვი მსახურობდა 1775 წლის გაზაფხულამდე.

2001 წელს დონის როსტოვში მდინარე დონის ნაპირზე სუვოროვ-ნახიმოვის კლუბის წევრების ინიციატივით აღიმართა ადმირალ თ. თ. უშაკოვის ძეგლი. მისი ავტორი არის რუსეთის ფედერაციის დამსახურებული მხატვარი ანატოლი სკნარინი. 2001 წლის 5 აგვისტოს სანაქსარის მონასტერში მოახდინეს ადმირალ უშაკოვის კანონიზაცია და იგი გახდა ადგილობრივი ეკლესიის წმინდანი.

თ. თ. უშაკოვის ძეგლი არის ბიუსტი, რომელიც დგას ცილინდრის ფორმის გრანიტის კვარცხლბეკზე. ძეგლი დგას გრანიტის მოედნის ცენტრში. ბიუსტის მარცხნივ დევს შავი მეტალის ჯაჭვიანი ღუზა. კვარცხლბეკზე კი არის წარწერა „ადმირალი უშაკოვი“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гурвич С. Гордость русского флота/ С. Гурвич// Молот.- 1974.- 29 июля.
  • Дадашева Д. Будет у адмирала Ушакова свой ростовский постамент!/ Д. Дадашева// Вечерний Ростов.- 2001.- 7 авг.- С. 2.
  • Клавдиев С. Здесь покоится прах адмирала Ушакова/ С. Клавдиев// Наше время.- 2002.- 15 февр.- С. 3.
  • Последний причал адмирала Ушакова – Набережная Дона// Вечерний Ростов.- 2000.- 6 июня.
  • Святой русский флотоводец// Наше время.- 2001.- 21 сент.- С. 3.
  • Что Дону Ушаков? Что Дон Ушакову?// Наше время.- 2001.- 16 нояб.- С. 7.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება