უფლისწულ აჰმედის თავგადასავლები
„უფლისწულ აჰმედის თავგადასავლები“ (გერმ. Die Abenteuer des Prinzen Achmed) — 1926 წლის გერმანულია ანიმაციური ფილმი, რომლის რეჟისორია ლოტე რაინიგერი. ეს არის დღემდე გადარჩენილი უძველესი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ნამუშევარი – კიდევ ორი ეკუთვნის არგენტინელ კურინო კრისტიანის, მაგრამ ორივე ამჟამად დაკარგულია.[1] „უფლისწულ აჰმედის თავგადასავლებში“ გამოყენებულია სილუეტური ანიმაციის ტექნიკა, რომელიც შეიმუშავა რაინიგერმა. ეს ტექნიკა გულისხმობს მუყაოსგან ამოჭრილი მართვადი ფიგურების გამოყენებას. კამერის მუშაობისას გამოყენებულია ტექნიკა, რომელიც ახლოს არის ვაიანგის ჩრდილის თოჯინებთან, მიუხედავად იმისა, რომ ლოტეს ვერსიაში ანიმაცია გადაღებულია კადრების მიყოლებით და არ წარმოადგენს ცოცხალ წარმოდგენას. ფილმის ორიგინალურ ვერსიაში გამოიყენება ტონირებული ფირიც.
„უფლისწულ აჰმედის თავგადასავლები“ | |
---|---|
რეჟისორი |
ლოტე რაინიგერი მითითების გარეშე: კარლ კოხი |
სცენარის ავტორი | ლოტე რაინიგერი |
ოპერატორი | კარლ კოხი |
დისტრიბუტორი |
Comenius-Film GmbH Milestone Films |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა |
65 წთ. (წამში 24 კადრიანი სიხშირით) |
ქვეყანა | გერმანია (ვაიმარის რესპუბლიკა) |
ენა |
მუნჯი გერმანული ინტერტიტრები |
რაინიგერთან ფილმზე მუშაობდა რამდენიმე ავანგარდი ანიმატორი, მათ შორის – ვალტერ რუტმანი, ბერტოლდ ბარტოში და კარლ კოხი.[2][3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The Untold Story of Argentina's Pioneer Animator დაარქივებული September 28, 2013, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Reiniger, Lotte. Shadow Theatres, Shadow Films London: BT Batsford, 1970.
- ↑ Lotte Reiniger's Introduction to The Adventures of Prince Achmed გვ. 9–11. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 22, 2009. ციტირების თარიღი: September 25, 2013.