ურბნისის ოთხთავი A-28

ურბნისის ოთხთავი A-28საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში Q-39-ის სახელით ცნობილი დაცული ხელნაწერი.

ხელნაწერი შეიცავს 222 ფურცელს. 19,5X14,4 სმ. დაწერილია ეტრატზე. გადაწერილია მთავრულით და ნაწილობრივ ნუსხურით. მოხატული აქვს ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა. გადამწერი — იოვანე ტატანელი. გადაწერილია XI საუკუნეში.

თედო ჟორდანია მიჩნევს, რომ ხელნაწერი უცნობ ეკლესიას ეკუთვნოდა ბათუმის ან არტაანის მიდამოებში. XVI საუკუნის 30-40-იან წლებში ქუთაისის მიტროპოლიტ სვიმეონს ჰქონია. XVI საუკუნის ბოლოს კი ბედიელ ანტონ ჟვანიძეს. 1798 წელს გრიგოლ ხარჭაშნელი ეპისკოპოსის საშუალებით მოხვედრილა ასტრახანის ტაძრის წიგნთსაცავში, შემდეგ კი, XIX საუკუნის დასაწყისში ურბნისის ეკლესიაში. ხელნაწერს აქვს მეტად საინტერესო კოლოფონები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციისა. ტ. II, შეადგინეს და დასაბეჭდად მოამზადეს თ. ბრეგაძემ, მ. ქავთარიამ და ლ. ქუთათელაძემ, ელენე მეტრეველის რედაქციით. თბ. 1973. გვ. 93.
  • Жордания Т. Описание рукописей и старопечатных книг Церковного Музея духовенства Грузинской епархий, Т. I, Тф., 1903, с.22