სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისის მეტრო)
სახელმწიფო უნივერსიტეტი — თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ვაჟა-ფშაველას სადგურის შემდეგ მდებარეობს. სადგურის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა მმართველობის დროს 1985 წელს დაიწყო, თუმცა სსრკ-ის დაშლის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მშენებლობა 1994 წელს შეჩერდა. 2000 წელს სადგური დაკონსერვდა. 2015 წლის გაზაფხულზე აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით მისი მშენებლობა კვლავ განახლდა და 2017 წლის ზაფხულში დასრულდა. ტესტირების გავლის შემდეგ თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური 2017 წლის 16 ოქტომბერს გაიხსნა[1].
სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
---|---|
სადგურის ბაქანი | |
მდებარეობა |
სანდრო ეულის ქუჩა საბურთალო თბილისი, საქართველო |
კოორდინატები | 41°43′21″ ჩ. გ. 44°43′02″ ა. გ. / 41.722722° ჩ. გ. 44.717389° ა. გ. |
ხაზი | 2 |
ბაქანი | 1 |
მშენებლობა | |
სიღრმე | ≈ 47 |
არქიტექტორი | გ. მოძმანიშვილი |
ისტორია | |
გაიხსნა | 16 ოქტომბერი, 2017[1] |
სადგურის პროექტის ავტორია არქიტექტორი გ. მოძმანიშვილი. 1994 წლამდე მშენებლობას საპროექტო ორგანიზაცია „საქტრანსპროექტი“ აწარმოებდა. 2015 წლიდან სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია „COBRA ASSIGNIA“-მ განახორციელა.
გალერეა
რედაქტირება-
ბაქანი
-
ბაქანი
-
ესკალატორი
-
ჩასასვლელი