უნიანგის ტბები

(გადამისამართდა გვერდიდან უნიანგას ტბები)

უნიანგის ტბები (ფრანგ. Lacs d'Ounianga) — ტბების მთელი რიგი საჰარის უდაბნოში, ჩადის ჩრდილოეთ ნაწილში.

უნიანგის ტბები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩადის დროშა ჩადი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 19°03′18″ ჩ. გ. 20°30′20″ ა. გ. / 19.05500° ჩ. გ. 20.50556° ა. გ. / 19.05500; 20.50556
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (36-ე სესია)
ნომერი 1400
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1400
ინგლ.რუს.ფრ.

უნიანგის ტბები მაღალი მარილიანობის მქონე 50 ტბის კრებულს წარმოადგენს, რომელთა აუზიც ტიბესტისა (დასავლეთით) და ენედის (აღმოსავლეთით) მთებს შორის მდებარეობს. უფრო დაზუსტებით, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ტბათა ორ ჯგუფს — უნიანგა-კებირსა და უნიანგა-სერირს.

უნიანგის ტბები იმ დიდი ტბის ნარჩენია, რომელიც ამ ადგილას 5000 — 15 000 წლის წინ არსებობდა. დღეისათვის მათი საერთო ფართობი 20 კმ²-ს შეადგენს. ტბებიდან აორთქლების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში და ამას ემატება ის ფაქტი, რომ რეგიონში ნალექი თითქმის საერთოდ არ მოდის. ისინი ძირითადად იმ მიწისქვეშა წყლებით იკვებებიან, რომლებიც ამ არეალის გაუდაბნოებამდე წარმოიქმნენ.

2012 წელს უნიანგის ტბები იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება