უმუგულსუმი (უმუგულსუმ სადიგზადე; აზერ. Ümmügülsüm Sadıqzadə; ქალიშვილობის გვარი რასულზადე აზერ. Ümmügülsüm Rəsulzadə; 1899, ნოვხანი17 სექტემბერი, 1944, შემახა) — აზერბაიჯანელი პოეტი ქალი, პირველი აზერბაიჯანელი პროზაიკოსი ქალი[1][2].

უმუგულსუმი აზერ. Ümmügülsüm
აზერ. Ümmügülsüm
სრული სახელი უმუგულსუმ სადიგზადე
დაბადების თარიღი 1899
დაბადების ადგილი ნოვხანი
გარდაცვალების თარიღი 17 სექტემბერი, 1944
გარდაცვალების ადგილი შემახა, სსრკ
დასაფლავებულია შაჰანდანი
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
მეუღლე სეიდ ჰუსეინ სადიგზადე
შვილ(ებ)ი

ქალიშვილი: გუმრალ სადიგზადე

ვაჟები: ოქტაი სადიგზადე, თოღრულ სადიგზადე, ჩაღათაი სადიგზადე
ნათესავ(ებ)ი მამედ ემინ რასულზადე (ბიძაშვილი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

აზერბაიჯანელი პოეტი უმუგულსუმ სადიგზადე 1899 წელს ბაქოს სოფელ ნოვხანში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. ის აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ფუძემდებლის მამედ ემინ რასულზადეს ბიძაშვილია. მისი ოჯახი დიდხანს ცხოვრობდა რასულზადეს ოჯახთან ერთად ერთ ეზოში. მოგვიანებით მამედ ემინმა ცოლად შეირთო უმუგულსუმის და უმულბანუ. უმუგულსუმმა ლექსების წერა 9 წლის ასაკში დაიწყო. მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა გაზეთებსა და ჟურნალებში[2].

1915 წელს ჟურნალ „გურთულუშში“ გამოქვეყნდა უმმუგულსუმ სადიგზადეს მოთხრობა „ფერმკრთალი ყვავილი“. ამ მოთხრობით მან პირველი აზერბაიჯანელი პროზაიკოსი ქალის წოდება დაიმსახურა. ამ მოთხრობამ ჟურნალ „გურტულუშში“ ორგანიზებულ კონკურსში ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა[1].

ამის ის ხვდება თავის მომავალ მეუღლეს სეიდ ჰუსეინს, ჟურნალის რედაქტორს და გამოჩენილ მწერალს. სეიდ ჰუსეინი სანამ უმუგულსუმ პირადად გაიცნობდა, პრესაში ხშირად ეცნობოდა მის ნაწერებს და იმ დროს უხაროდა ისეთი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალის წარმატება. ის დაინტერესებული იყო მისი პიროვნებით. ცოტა ხნის შემდეგ, აზერბაიჯანელი მწერალი ჰუსეინ ჯავიდი, რომელიც ახლოდან იცნობდა სეიდ ჰუსეინს და უმუგულსუმის ოჯახს, წყვილი ერთმანეთს გააცნო თეატრში, როცა ბაქოში პირველად დაიდგა ჯალილ მამედყულიზადეს პიესა.

1920-იანი წლების რთული დღეების დაწყების მიუხედავად, ისინი მალე დაქორწინდნენ და ბედნიერი ცხოვრება დაიწყეს. სიყვარული, ურთიერთგაგება, სულიერი და ლიტერატურული სიახლოვე ხელს უწყობდა ყველა სირთულის დაძლევას. მათი ცხოვრება ცოტა ხნით მშვიდად და წყნარად გრძელდება. იბადება მათი პირველი ქალიშვილი გუმრალი[1].

1918-1920 წლები უმუგულსუმის შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად ითვლება. თავის ლექსებში იგი ადიდებდა აზერბაიჯანელი ერის ეროვნულ დამოუკიდებლობას[2].

1937 წელს, მისი მეუღლის სეიდ ჰუსეინის დაპატიმრების შემდეგ, უმუგულსუმი დააკავეს და ბაილის ციხეში ჩასვეს, როგორც „ხალხის მტრის“ ცოლი. ის ერთადერთი აზერბაიჯანელი პოეტია, რომელიც ბოლშევიკურ რეჟიმს ადანაშაულებდა ყველაფერში. ის გაგზავნეს რუსეთის მორდვას ოლქის 7-წლიან ციხეში. მისი ნაწარმოებები კი აიკრძალა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უმუგულსუმი გაგზავნილ ბანაკში მკერავად მუშაობდა და მისთვის დაკისრებულ დავალებებს ასრულებდა[1][2].

1941 წელს, შრომით მოძრაობაში აქტიური მუშაობის გამო, ბანაკის ხელმძღვანელობამ ნება მისცა მას ოჯახის წევრებისთვის მიეწერა წერილი. 1941 წლის 10 თებერვალს უმუგულსუმმა მიმართა მე-4 ბანაკის სადგურის ხელმძღვანელს, რათა შეხვედროდა თავის 14 წლის ვაჟს, თოღრულს, 11 წლის ქალიშვილს, გუმრალს და მის ახლო ნათესავს საიარას, რომელიც ბავშვების ძიძა იყო. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, მას ამ თხოვნაზე უარი უთხრეს[1].

ამის შემდეგ უმუგულსუმ რასულზადე თითქმის ყოველდღე წერდა წერილებს შვილებს, ინტერესდებოდა მათი საქმითა და ცხოვრების წესით. 1943 წელს მან მიმართა საბჭოთა კავშირის სპეციალურ საბჭოს და სთხოვა მათ მისი გათავისუფლება. ციხიდან გათავისუფლების საკითხი გადაწყდა მხოლოდ 1944 წლის აპრილში[2].

გადასახლების შემდეგ, ბაქოში ჩასვლიდან 20 დღის შემდეგ, უმუგულსუმს აქ ცხოვრება აუკრძალეს. ყველა მხრიდან იმედგაცრუებულმა შემახაში გადასვლა გადაწყვიტა. იქაც რამდენიმე თვე იცხოვრა. ის 17 სექტემბერს თავისი 15 წლის ქალიშვილის გუმრალის მკლავებში გარდაიცვალა. მეზობლებმა უმუგულსუმ სადიგზადე შემახის სასაფლაოზე დაკრძალეს[1].

მისი ქალიშვილი გუმრალი მამის გზას გაჰყვა და მწერალი გახდა. თავის რომანი „უკანასკნელი გზა ხაზარი გახდა“, რომელიც მამამისს სეიდ ჰუსეინს მიუძღვნა დედის შესახებაც საკმაოდ ვრცლად წერს[3]. უმუგულსუმის ვაჟები ოქტაი და თოღრული მსოფლიოში ცნობილი მხატვრები არიან. მისი სხვა ვაჟი ჩაღათაი შრომით ბატალიონში მძიმე შრომის შედეგად ტუბერკულოზით დაავადდა და 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება