შაჰანდანი
შაჰანდანი (აზერ. Şaxəndan) — აზერბაიჯანის ქალაქ შემახას სამიდან ყველაზე ძველი სასაფლაო, რომელიც განლაგებულია ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აქ სავარაუდოდ დაკრძალულია XV საუკუნის ცნობილი პოეტის ნასიმის ძმა პოეტი შაჰანდანი (შაჰანდანი, შაჰი და ხანდანი) და სასაფლაოც მის სახელს ატარებს.[1]
შაჰანდანი აზერ. Şaxəndan | |
---|---|
მდებარეობა | შემახა, აზერბაიჯანი |
მდგომარეობა | სახელმწიფოს დაცვის ქვეშ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი |
აღწერა და შესწავლა
რედაქტირებაადგილობრივი მკვიდრთა გადმოცემით შაჰიდე ხანდანი (ლამაზი მხიარული) იყო ნასიმის ძმის ზედმეტსახელი, ხოლო სასაფლაოს ეწოდა მისი სახელი, ვინაიდან იგი აქ იქნა დაკრძალული. შაჰანდანის სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა რვაკუთხა მავზოლეუმის ნანგრევები. მავზოლეუმის შიგნით აღმოჩენილია ორი საფლავი. ერთ-ერთი საფლავის ქვა ღრმად არის მიწაში ჩაფლული. ატმოსფერული გავლენის გამო წარწერები წაიშალა საფლავის ქვებზე.
საფლავის ქვის უკანა მხარეს არსებობს გამოსახულება, რომელიც დამახასიათებელია XIV—XV საუკუნეების აზერბაიჯანის საფლავის ქვებისთვის. არქეოლოგი ჰუსეინ ჯიდი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს ნასიმის ძმის — შაჰიდე ხანდანის საფლავი. ეს თუ მართლაც ეგრეა, ჯიდის თქმით, XIV—XV საუკუნეებში ქალაქის სასაფლაო აქ იყო განლაგებული. ნაწილობრივ ეს მტკიცდება სხვა საფლავების არსებობით, რომლებიც ასევე მიეკუთვნებიან XV—XVI საუკუნეებს. ბევრი უძველესი საფლავი განადგურებულია, ხოლო უამრავი უკვე მიწით არის დაფარული.[2]
ქალაქ შემახის დასავლეთ ნაწილში 1970–1971 წლის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას, იქ, სადაც ადრე არსებობდა ბაზარი და მის გარშემო აღმოჩენილ იქნა უამრავი საფლავი. საფლავების ქვებზე ქუფური დამწერლობის მიხედვით სჩანს, რომ ისინი ძირითადად მიეკუთვნებიან XI—XII საუკუნეს. ოდესღაც ეს სასაფლაო განლაგდებოდა შაჰანდანამდე. ჯიდის ვარაუდით, შუა საუკუნეებში შემახის მთავარი სასაფლაო იყო შაჰანდანი. შემდგომ კი, ქალაქის გაზრდის გამო, სასაფლაო გადატანილ იქნა გორაკზე, სადაც „ედი გიუმბეზისა“ და „ლალეზარის“[3] სასაფლაოები არის განლაგებულნი. ცნობილმა აზერბაიჯანელმა პოეტმა სეიდ აზიმ შირვანიმ დაიბარა, რომ იგი დასაფლავებულ ყოფილიყო შაჰანდანის სასაფლაოზე და მისი საფლავიც მანდვეა.[1]