უმიზეზოდ ამბოხებული
უმიზეზოდ ამბოხებული (ინგლ. Rebel without a Cause) — 1955 წელს გამოსული ამერიკული ფილმი, დრამა ახალგაზრდებზე. მთავარ როლში აწ უკვე საკულტო გმირად ქცეული ჯეიმზ დინი. ფილმი შესულია ყველა დროის 100 საუკეთესო ამერიკულ ნამუშევარს შორის.
„უმიზეზოდ ამბოხებული“ | |
---|---|
ჟანრი | ახალგაზრდული დრამა |
რეჟისორი | ნიკოლას რეი |
პროდიუსერი | დევიდ უისბორტი |
სცენარისტი |
ირვინგ შულმანი სტიუარტ შტერნი ნიკოლას რეი |
როლებში |
ჯეიმზ დინი ნატალი ვუდი სოლ მინეო |
კომპოზიტორი | ლეონარდ როუზენმანი |
ოპერატორი | ერნესტ ჰელერი |
მწარმოებელი კომპანია | Warner Bros. |
გამოსვლის თარიღი | 1955 |
ქვეყანა | აშშ |
ბიუჯეტი | $1,5 მილიონი |
სლოგანი
რედაქტირება- „To Belong…and be loved.“ - „ეკუთვნოდა … და უყვარდათ.“
- „The bad boy from a good family.“ - „ცუდი ბიჭი კარგი ოჯახიდან.“
- „Teenage terror torn from today’s headlines…“ - „თინეიჯერული ტერორი, რომელიც დღევანდელობისთვისაც აქტუალურია...“
- „…and they both come from „good“ families!“ - „... და ისინი, ორივენი იყვნენ კარგი ოჯახიდან!“
- „Warner Bros.“' challenging drama of today’s juvenile violence!" - Warner Bros.-მა ჩადო მთელი ძალა რათა გადაეღო დრამა ახალგაზრდულ ძალადობაზე!“
- „Jim Stark… a kid from a „good“ family — what makes him tick… like a bomb?“ - „ჯიმ სტარკი... ბავშვი კარგი ოჯახიდან - რა ახმაურებს მას ... ბომბივით“
მსახიობები
რედაქტირებასახელი | სახელი ფილმში |
---|---|
ჯეიმზ დინი | ჯიმ სტარკი |
ნატალი ვუდი | ჯუდი |
სოლ მინეო | ჯონ პლატო კროუფორდი |
ჯიმ ბაკუსი | ფრენკ სტარკი |
ანი დორანი | ქეი ადამსი |
კორი ალენი | ბაზ განდერსონი |
უილიამ ჰოპერი | ჯუდის მამა |
რეიჩელ ჰადსონი | ჯუდის დედა |
ედუარდ პლატი | რეი ფრემიკი |
ნიკ ადამსი | მუსი |
დენის ჰოპერი | გუნი |
ჯეკ გრინეიჯი | ჩიკი |
ბევერლი ლონგი | ელენი |
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ფილმის ბიუჯეტი – 1,5 მილიონი დოლარი;
- გადაღების პერიოდი : 28/03/1955 – 25/05/1955;
- ფილმის პრემიერა შეერთებულ შტატებში – 27/10/1955;
- ფილმზე მუშაობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დოქტორმა რობერტ მ. ლინდერმა გამოაქვეყნა ნამუშევარი თავზეხელაღებულ ახალგაზრდებზე – «Rebel Without A Cause: The Hypnoanalysis of a Criminal Psychopath». კინოკომპანიამ აიღო ეს ნამუშევარი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ფილმი;
- 50–იან წლებში რთული იყო ფერადი ფილმის გადაღება, მაგრამ რეჟისორ ნიკოლას რეიმ მოთხოვნით ფილმი გახდა ფერადი (ამისთვის Warner Bros.-მა გამოიყენა სისტემა CinemaScope. ეს სისტემა ასევე ცნობილმა რეჟისორმა ელია კაზანმა ფილმში სამოთხიდან აღმოსავლეთით {დინის პირველი ფილმი) გამოსცადა. რეჟისორის ამგვარი გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ მას მიაჩნდა ფილმის შემდგომ ათწლეულებში პოპულარობისათვის და დინის ლამაზი სახის აღსაქმელად ვერ გაამართლებდა შავ–თეთრი, გარდა ამისა ის ხვდებოდა, რომ წითელი ქურთკი, ლურჯი ჯინსები, ორიგინალ ფერებში გამოჩენის შემთხვევაში გახდებოდა საკულტო და მოდური მრავალ წლის მანძილზე. ეს ასეც მოხდა;
- ეპიზოდში, როდესაც დინი ხელს ურტყამს პოლიციის მაგიდას, მან თითი მოიტეხა მარჯვენა ხელზე, რის გამოც საავადმყოფოში მოუწია წასვლა;
- თავდაპირველად, მთავარ როლში მარლონ ბრანდო იყო დამტკიცებული, მაგრამ ორ ვარსკვლავს შორის დინი არჩიეს;
- გვარი Stark არის ანაგრამა დინის წინა გმირისა Trask (ფილმიდან სამოთხიდან აღმოსვლეთით);
- დინის ავტომობილი 1969 წლის Mercury Coupe დღეს განთავსებულია ნევადის მუზეუმში: National Automobile Museum;
- ფილმის ბოლოს ერთ–ერთ ეპიზოდში რეჟისორი ნიკოლასრეი ჩნდება;
- ფილმის სიუჟეტით გადაღებულია კლიპი მომღერალ Paula Abdul–ის სიმრერაზე Rush Rush, რომელშიც ჯიმ სტარკის როლში გვევლინება ჯეიმზ დინის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი, პოპულარული მსახიობი კიანუ რივზი;
- ფილმის პრემიერამდე ერთი თვით ადრე დინი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი და განაპირობა ფილმის არნახული პოპულარობა, ჯეიმზ დინი კი იქცა საკულტო გმირად ჯერ ამერიკული ახალგაზრდობისთვის და შემდეგ მთელი მსოფლიოსათვის;
მუსიკა
რედაქტირება1993 წელს გერმანიაში გამოვიდა მუსიკალური ალბომი Rebel. Music from the films of James Dean, რომელშიც შესულია ფილმსი უმიზეზოდ ამბოხებული გაჟღერებული ლეონარდ როზენმანის კომპოზიციები.
- Rebel Witout A Cause. Main Title (Extended Version) (02:32)
- Police Station (01:25)
- The Planetarium (03:22)
- The Gang (04:00)
- Knife Fight (04:22)
- Jim & Judy & Plato (01:20)
- The Cliff (02:00)
- The Chicken Run / Aftermath (06:37)
- The Old House (04:00)
- Love Scene (02:00)
- The Hunt (08:43)
- Plato’s Death & Finale (05:16)
სრული დრო – 01:36:18
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: