უმეელვენი
უმეელვენი (შვედ. Umeälven) — ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე ჩრდილოეთ შვედეთში. მისი სიგრძე დაახლოებით 460 კმ-ია. სათავეს იღებს სკანდინავიის მთებში, ნორვეგიასთან საზღვრის სიახლოვეს მდებარე ოვერუმანის ტბიდან და მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მის უდიდეს ნაწილზე, მიუყვება ევროპული ავტომაგისტრალი E12.
უმეელვენი | |
---|---|
ქვეყანა | შვედეთი |
სიგრძე | 460 [1] კმ |
აუზის ფართობი | 26 814,8 [2] კმ² |
უმეელვენი ვიკისაწყობში |
დინებისას, იგი გადაკვეთს სტორუმანის ტბას. მისი წყლები ფართოდ გამოიყენება ჰიდროენერგიის მისაღებად. მთავარი შენაკადია მდინარე ვინდელელვენი.
ჩაედინება ბოტნიის ყურეში, ქალაქ უმეოსთან მდებარე პატარა ქალაქ ჰოლმსუნდთან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (შვედური) შვედეთის მდინარეები სიგრძის მიხედვით
- (შვედური) ინფორმაცია შვედეთის მდინარეების ჩამონადენზე დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- (შვედური) შვედეთის მდინარეები აუზის ფართობის მიხედვით დაარქივებული 2007-03-11 საიტზე Wayback Machine.
- (შვედური) http://www.umealven.com დაარქივებული 2006-01-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Umeälven“. Nationalencyklopedin (Swedish). ციტირების თარიღი: 11 July 2010.
- ↑ Län och huvudavrinningsområden i Sverige Swedish. SMHI. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 11 July 2010.