ვინდელელვენი
ვინდელელვენი (შვედ. Vindelälven) — მდინარე ჩრდილოეთ შვედეთში, მდინარე უმე-ელვის უდიდესი შენაკადი.
ვინდელელვენი | |
---|---|
ვინდელელვენის მდებარეობა | |
ქვეყანა | შვედეთი |
სიგრძე | 445 კმ |
აუზის ფართობი | 12 650 კმ² |
ვინდელელვენი ვიკისაწყობში |
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სათავეს იღებს სკანდინავიის მთებში, ნორვეგია-შვედეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, არეპლუგის კომუნაში. ამის შემდეგ ის მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, კვეთს ლაპლანდიის სამხრეთ ნაწილს, ქალაქ ვინდელნს და ერწყმის მდინარე უმე-ელვის ქალაქ ვონონის სიახლოვეს, სანაპიროდან 25 მილის დაშორებით.
ვინდელელვენი ჩრდილოეთ შვედეთის ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. გაზაფხულობით, როდესაც წყლის დონე იწევს, ახასიათებს დატბორვები.