სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა

(გადამისამართდა გვერდიდან უმაღლესი პარტიული სკოლა)

სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა, უპს (რუს. Высшая партийная школа при ЦК КПСС, ВПШ) — სსრ კავშირის უმაღლესი პარტიულ-პოლიტიკური სასწავლებელი მოსკოვში (1939-1978). მას წინ უსწრებდა ი. სვერდლოვის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტი, სსრკ ცაკთან არსებული აგიტატორ-ინსტრუქტორთა კურსები, ი. სვერდლოვის სახელობის პროპაგანდისტთა უმაღლესი სკოლა.

უპს შეიქმნა 1939 წელს. მან დიდი მუშაობა გასწია პარტიული და საბჭოთა კადრების იდეურ-თეორიულ ომზადებასა და გადამზადებისათვის. სკოლაში ღებულობდნენ უმაღლესი განათლების მქონე კომუნისტებს 40 წლის ასაკამდე, რომელთაც ჰქონდათ არანაკლებ 5 წლის სამუშაო სტაჟი. მსმენელებს იღებდნენ სკკპ ცკ-ის , მოკავშირე რესპუბლიკების, კომუნისტური პარტიის ცკ-ის (სწავლის ვადა 2 წელი), პარტიის სამხარეო და საოლქო კომიტეტების რეკომენდაციით. უპს-ში შექმნილი იყო ხელმძღვანელ პარტიულ და საბჭოთა მუშაკთა გადასამზადებელი მუდმივმოქმედი კურსები. უპს დიდ დახმარებას უწევდა სოციალისტური თანამეგობრობის ქვეყნებს კადრების მომზადებაში პარტიული და საბჭოთა მუშაობისათვის. პპს-ში მომზადდა ათასობით მაღალკვალიფიციური იდეურ-თეორეტიკული პარტიული და საბჭოთა კადრი.

1978 წელს უპს-ის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიისა და დაუსწრებელი უმაღლესი პარტიული სკოლის ბაზაზე შეიქმნა ერთიანი, თვისობრივად ახალი სასწავლებელი — სკკპ ცკ-თან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია.

ლიტერატურა

რედაქტირება