უმაღლესი ერთგულება (სერიალი)

სერიალი

„უმაღლესი ერთგულება“ (ინგლ. High Fidelity) — ამერიკული რომანტიკული კომედიური სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნილია ვერონიკა უესტის და სარა კუსერკას მიერ Hulu- სთვის.[1] გადაღებულია ნიკ ჰორნბის 1995 წლის იმავე სახელწოდების რომანისა და მისი 2000 წლის კინოადაპტაციის საფუძველზე. მთავარი პერსონაჟის როლს ზოი კრავიცი ირგებს (დედამისს, ლიზა ბონეტს, ვხვდებით 2000 წლის ფილმში). ის თამაშობს რობინ „რობ“ ბრუქსს, რომელიც არის მუსიკალური ჩანაწერების მაღაზიის მფლობელი ახალგაზრდა გოგონა. ის კიდევ ერთხელ უბრუნდება თავის წარსულ ურთიერთობებს მუსიკასთან და მასობრივ კულტურასთან ერთად.

High Fidelity-ის პრემიერა Hulu-ზე შედგა 2020 წლის 14 თებერვალს. სერიალმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. პირველი სეზონის გადაღებების შემდეგ, სერიალი ამავე წლის აგვისტოს თვეში შეწყდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Shaffer, Claire. (2019-12-20) Zoe Kravitz Stars in Teaser for Hulu's 'High Fidelity' Remake en-US. ციტირების თარიღი: 2023-07-10
  2. Andreeva, Nellie. (August 5, 2020) 'High Fidelity' Canceled By Hulu After One Season. ციტირების თარიღი: August 6, 2020