უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლები
უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლები ― საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპი რუსეთის იმპერიაში. სასწავლებლები იყო ვაჟთა, ქალთა და შერეული ტიპის. ემსახურებოდა ქალაქის შეძლებული ფენების ოჯახის შვილებს. შეიქმნა 1912 წელს საქალაქო სასწავლებლების მაგივრად. შედგებოდა 4 თითოწლიანი კლასისაგან. მასში სწავლას აგრძელებდნენ დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ და I და II კლასების დასრულების შემდეგ შეეძლოთ გადასვლა საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის II და III კლასებში. სასწავლებლებთან იხსნებოდა დამატებითი კლასები და კურსები, მაგალითად პედაგოგიური, სასოფლო-სამეურნეო, საბუღალტრო, სახელოსნო, საფოსტო-სატელეგრაფო და სხვა. 1915 წელს საქართველოში იყო 29 უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 144.