ულუ-ქიურფიუ
ულუ-ქიურფიუ (აზერ. Ulu körpü — „დიდი ხიდი“) — ხიდი, რომელიც განლაგებულია მდინარე ქურმუხჩაიზე, აზერბაიჯანის კახის რაიონში, სოფელ ილისუსგან ორი კილომეტრის მოშორებით.[1]
ულუ-ქიურფიუ აზერ. Ulu körpü | |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ადგილმდებარეობა | ილისუ, ქურმუხჩაი, კახის რაიონი, აზერბაიჯანი |
ისტორია
რედაქტირებაილისუ სულთანათის არსებობის დროს ეს ხიდი იყო ერთადერთი საშუალება, რომლითაც ილისუ უკავშირდებოდა დაბლობს.[2] ილისუს უძველესი მაცხოვრებლის, ქვის ხელოსან ნ. მაგერამოვის, სიტყვებზე დაყრდნობით ულუ-ქიურფიუ აშენებული იქნა XIX საუკუნის ბოლოს — XX საუკუნის დასაწყისში ხელოსან ომარის მიერ. ადრე ოდნავ ზევით არსებობდა მეორე ხიდიც, რომელიც ჩვენამდე არ შემორჩენილა. ამ ხიდმა კი მიიღო სახელწოდება ადრინდელი ხიდისგან, რომელიც ამ ადგილასვე იყო აშენებული.[3] ზოგიერთი ისტორიკოსი კი, ისეთები, როგორც მაგალითად ილია ადამიაა მცდარ აზრს გამოთქვამს: რომ, ვითომ, ინგილოელები ამ ხიდს „თამარ მეფის ხიდს“ უწოდებენ და იგი მიეკუთვნება XII-XIV საუკუნეების ქართულ ნაგებობებს, რაც გამოირიცხა შემდგომი კვლევებით.[1]
არქიტექტურა
რედაქტირებახიდის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 15 მეტრს. მარჯვენა ნაპირი შემოიზღუდება კლდოვანი ნაწილით, ხოლო მარცხენა — დიდი კლდით. სიგანეში ხიდი 4,85 მეტრია. ხიდის მშენებლობაში გამოყენებულია, როგორც რიყის ქვა, ასევე გამომწვარი აგური. აგურის 4 ფენით გამოკვეთილია არკისებური თაღი, რომელიც 14,60 მეტრს შეადგენს. დამუშავებულია, მხოლოდ თაღის წინა ფასადი.[1]
ხიდის ქვედა ნაწილი ღმოსავლური ფასადის ელემენტებითაა გაწყობილი. ასეთი არქიტექტურა ხიდს აძლევს მდგრადობას სელებისა და წყალდიდობების დროსაც კი. ხიდს ელიფსური სახე გააჩნია. ამის გამო ხიდს გააჩნია ორივე მხრიდან შემჭიდროვებული ხისტი კონსტრუქციის ფორმა.[1]