ულრიხ ფონ ჰუტენი
ულრიხ ფონ ჰუტენი (გერმ. Ulrich von Hutten; დ. 21 აპრილი. 1488, შტეკელბერგი — გ. 29 აგვისტო. 1523, კ. უფენაუ, ციურიხის ტბა) — გერმანელი ჰუმანისტი, მწერალი, პოლიტიკური მოღვაწე. ეკუთვნოდა რაინდთა წოდებას. იყო ერფრუტის ჰუნანისტთა წრის აქტიური წევრი, „ბნელი ადამიანების წერილების“ (1515-1517) ერთ-ერთი მთავარი ავტორი; ამხელდა სამღვდელოების სქოლასტიკურ ცრუმეცნიერებას და გახრწნილობას. გამოდიოდა საერო კულტ. განვითარების მომხრედ, თავის პუბლიცისტიკაში ოსტატურად იყენებდა კათოლ. დოგმების კრიტიკის რაციონალისტურ მეთოდს. გერმ. რეფორმაციის დაწყების შემდეგ, მიემხრო მ. ლუთერის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციას. მოითხოვდა, აშკარა ომს, პაპობასა და მთავრებთან. მონაწილეობდა რაინდთა აჯანყებაში გერმანიაში 1522–1523 წლებში, რომლის დამარცხების შემდეგ გაიქცა შვეიცარიაში, სადაც მალე გარდაიცვალა. ჰუტენს ეკუთვნის სატირულ-პოლემიკური ლექსები, დიალოგები, მოწოდებები, ღია წერილები, პამფლეტები. წერდა ჯერ ლათინურ ენაზე, შემდეგ გერმანულზეც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 699.