ულან-უდეს ისტორიის მუზეუმი
ქალაქ ულან-უდეს ისტორიის მუზეუმი (რუს. Музей истории города Улан-Удэ; ბურ. Улаан-Υдэ хотын тγγхын музей) — 1999 წლის 10 დეკემბერს ქალაქ ულან-უდეს ადმინისტრაციის დადგენილებით დაარსებული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ექსპოზიციები, რომლებიც დაკავშირებულია ვერხნეუდინსკისა და ულან-უდეს ისტორიასთან.
ქალაქ ულან-უდეს ისტორიის მუზეუმი | |
---|---|
51°49′56″ ჩ. გ. 107°35′20″ ა. გ. / 51.83222° ჩ. გ. 107.58889° ა. გ. | |
დაარსდა | 10 დეკემბერი, 1999 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | ულან-უდე |
სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ოფიციალური საიტი | uumuseum.ru |
ისტორია
რედაქტირება2000 წლის ივნისში მუზეუმმა მუშაობა დაიწყო სვერდლოვის ქ. №13. 2001 წლის მარტში, ულან-უდეს მერმა მუზეუმისთვის გამოყო ვერხნეუდინსკის საპატიო მოქალაქის, ვაჭრის ივან გოლდობინის სახლი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ლენინის ქ. №26. 2001 წლის სექტემბრიდან 2004 წლის ივნისამდე სახლის ინტერიერს ისტორიული იერსახის აღსადგენი სამუშაოები ჩაუტარდა.
ირკუტსკელმა პირველი გილდიის ვაჭარმა, ი. ფ. გოლდობინმა 1879 წელს შეიძინა ქონება ვერხნეუდინსკის ცენტრში. შენობა აღადგინეს ნ. ა. პაუვას (ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ტრიუმფალური თაღის პროექტის მომავალი ავტორის) ნახაზების მიხედვით. 1880 წელს დაიწყო გარე შენობების რეკონსტრუქცია. 1888 წლის პროექტის მიხედვით მამულში აშენდა ერთსართულიანი ხის სახლი, ქვის ფლიგელი, არყის სახდელი ქარხანა სარდაფით (არ არის შემონახული). 1891 წლის 21 ივნისს გოლდობინების სახლში გაჩერდა ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ II, რომელიც მსოფლიო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა.
1892 წელს, ი. ფ. გოლდობინის გარდაცვალების შემდეგ, მამულის მფლობელი გახდა მისი ქვრივი ელიზავეტა ივანეს ასული (შემდეგში გათხოვდა გენერალ ი. კ. კუკელზე). 1900-იან წლებში ელიზავეტა კიევში გადავიდა, ხოლო ქონების მფლობელი გოლდობინის ვაჟი, ნიკოლაი ივანეს ძე გოლდობინი გახდა.
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მუშათა, გლეხთა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილებით სახლი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.
1919 წლის ივლისში სახლში განთავსებული იყო საქალაქო ბიბლიოთეკა. ერთი ოთახი დაეთმო „ბაიკალეთის შემსწავლელი საზოგადოების მუზეუმს.“[1] 1920 წელს, შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, გოლდობინების სახლი დაიკავა შორეული აღმოსავლეთის რესპუბლიკის სახალხო რევოლუციური ძალაუფლების პრეზიდიუმმა. 1920 წლის იანვრიდან სახლში განთავსდა ბაიკალეთის მხარის ემისარი.[2] 1922 წლის აგვისტოში კი სახლში განთავსდა პოლიტიკური სახალხო სასამართლო.[3]
საბჭოთა ხელისუფლების წლებში მამულში სხვადასხვა დაწესებულება იყო განთავსებული, ზოგიერთი შენობა საცხოვრებელ ბინებად გამოიყენებოდა.
1996 წლის 9 ივლისს, ბურიატიის რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, სახლი გამოცხადდა არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ძეგლად.
სამუშაო აქტივობა
რედაქტირებამუზეუმის მისიაა ქალაქის ისტორიის შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ულან-უდეში შემოქმედებითი პროცესის განვითარების ხელშეწყობა, გამოფენების, საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტების განხორციელების და ობიექტების შეგროვებისა და შენარჩუნების ინიციატივების საშუალებით.
მუზეუმი აერთიანებს ექსპონატების კოლექციას, ვიზუალურ და საინფორმაციო ინტერაქციას ვიზიტორებთან, საგანმანათლებლო გარემოს, კომუნიკაციისა და კრეატიული პროექტების შექმნის პლატფორმას.
მუზეუმი აქტიურად ატარებს საექსკურსიო აქტივობებს და ავითარებს სამუზეუმო პედაგოგიკას ქალაქის ისტორიის შესახებ სხვადასხვა ინტერაქტიული გაკვეთილების ორგანიზებით.
პროექტები
რედაქტირებასაგანმანათლებლო პლატფორმა „მუზათა სკოლა“
რედაქტირებამუზების სკოლა — მუზეუმზე დაფუძნებული პლატფორმაა, სადაც იმართება ლექციები, დისკუსიები, მასტერკლასები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, საღამოები, მინი კონცერტები.
სიტყვა „მუზეუმი“ ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „მუზათა სახლი“ — სამუზეუმო სკოლის მთელ პროექტს აერთიანებს „შთაგონების“ თემა.
„მუზეუმის სხვენი“
რედაქტირებამუზეუმის პროექტი, რომელიც შექმნილია ისტორიისადმი ინტერესის პოპულარიზაციის, ასევე მუზეუმის სახსრების შევსების მიზნით, მუზეუმსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთთანამშრომლობით. პროექტის მიზანია ანტიკვარული ნივთების კოლექციის შეგროვება. ეს ნივთები იპოვის თავის ადგილს მუზეუმის სხვენში, რათა მუზეუმის დამთვალიერებლებმა შეძლონ ისწავლონ, ხელით შეეხონ ამ ექსპონატებს — შეიცნონ და გაითავისონ ისტორია.
პროექტის მონაწილე შეიძლება გახდეს ქალაქის ნებისმიერი მცხოვრები, ვისაც სურვილი ექნება. მუზეუმისთვის სიძველეების შეწირვა — საპატიო შემომწირველად გახდომას ნიშნავს.
ბავშვთა საგანმანათლებლო პლატფორმა „სხვენის შეკრებები“
რედაქტირებასხვენის შეკრებები თემატური ღონისძიებების სერიას 6-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის — მომხიბლავი ისტორიები წარსულის შესახებ, სიძველეების გაცნობა, მულტფილმების ყურება, შემოქმედებითი წრეები, ისტორიული და სამაგიდო თამაშები, თემატური საუბრები.
პლატფორმა ბავშვებთან ერთად იწვევს მშობლებს, გახდნენ მუზეუმის კლასებისა და მასტერკლასების მონაწილეები, შეხვდნენ ერთმანეთს და დაუმეგობრდნენ, ერთად გაატარონ მხიარული და საინტერესო დრო პოზიტიურ და კრეატიულ ატმოსფეროში, შეიძინონ ახალი უნარები, გამოავლინონ შვილების შემოქმედებითი შესაძლებლობები და ბევრი ახალი რამ ისწავლონ.
-
ქვემეხი უდინსკის ციხიდან
-
ძმები შემარინების სავაჭრო სახლის ასოციაციის სამოვარი
-
ვერხნეუდინსკის ბაზრობის სასწორები
-
გერმანული ფორტეპიანო