უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე (ეპიზოდების სია)

„უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე“ — ამერიკული პოსტაპოკალიფსის ჟანრის კომედიური ტელესერიალი, შექმნილი უილ ფორტეს მიერ.[1] მისი პრემიერა გაიმართა Fox-ზე, 2015 წლის 1 მარტს[1]. 2015 წლის 28 აპრილს, პოპულარულობის გამო, სერიალის წარმოებას დაემატა მეორე სეზონი[2], რომელიც 2015 წლის 27 სექტემბერს დაიწყო[3]. 2016 წლის 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოვიდოდა მესამე სეზონი[4], რომლის პრემიერა გაიმართა 2016 წლის 25 სექტემბერს[5].

2017 წლის 10 მაისს Fox-მა გამოაცხადა მომავალი, მეოთხე სეზონის მომზადების შესახებ. სეზონი იმავე წლის 1 ოქტომბერს დაიწყო.[6][7]

2017 წლის 1 ოქტომბრისთვის ეთერში გავიდა სერიალის 50 ეპიზოდი.

სერიალის მიმოხილვა

რედაქტირება
სეზონიეპიზოდი ეთერში
პირველად ეთერშიუკანასკნელად ეთერში
1131 მარტი, 2015 (2015-03-01)3 მაისი, 2015 (2015-05-03)
21827 სექტემბერი, 2015 (2015-09-27)15 მაისი, 2016 (2016-05-15)
31825 სექტემბერი, 2016 (2016-09-25)7 მაისი, 2017 (2017-05-07)
4ცნობილი გახდება1 ოქტომბერი, 2017 (2017-10-01)ცნობილი გახდება

ეპიზოდები

რედაქტირება

სეზონი 1 (2015)

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
11„Alive in Tucson“ფილ ლორდი და კრისტოფერ მილერიუილ ფორტე1 მარტი, 2015 (2015-03-01)1AYB015.75[8]
მას შემდეგ, რაც ვირუსი ანადგურებს კაცობრიობის დიდ ნაწილს, საშუალო ფენის წარმომადგენელი, ფილ მილერი (უილ ფორტე) მთელ ამერიკაში დარჩენილების ძიებაში მოგზაურობს. საბოლოოდ, მშობლიურ ტუსონში დაბრუნებას გადაწყვიტავს, მაგრამ მანამდე, ყველა ბილბორდზე ტოვებს წარწერას „გადარჩენილი ტუსონშია“. 2020 წლის ზაფხულში იგი ბინას დაიდებს ძვირფას სახლში და ათასი საქმით ერთობა, ანგრევს და აფუჭებს ყველაფერს. ხუთი თვის შემდეგ იმდენად მარტოსულია, რომ ბურთებს ადამიანებს სახეებს ახატავს და მათ ესაუბრება. გადაწყვიტავს რა, თავი მოიკლას, მოულოდნელად შორს კვამლს ხედავს. იგი აღმოაჩენს ბანაკს და სარეცხის თოკებს, ბიუსტჰალტერით. გაოგნებული, მას ყნოსავს და გონებას კარგავს. თავის ჰალუცინაციებში ხედავს სიმპათიურ ახალგაზრდა გოგონას, მაგრამ მას მოასულიერებს კეროლ პილბეჟიენი (კრისტენ შაალი), რომელსაც ფილმი დაარწმუნებს, რომ არ ღირს მისი მოკვლა.
22„The Elephant in the Room“ფილ ლორდი და კრისტოფერ მილერიენდი ბობროუ1 მარტი, 2015 (2015-03-01)1AYB025.75[8]
კეროლი ცდილობს, აიძულოს ფილი, პატივი სცეს ცივილიზაციის წესებს, რათა ორივემ შეძლოს დედამიწაზე სიცოცხლის კვლავ ჩასახვა. ამისთვის იგი ფილს მასთან ოფიციალურად ქორწინებას სთხოვს. ამავე დროს, ფილი ცდილობს სახლებთან გაიყვანოს წყალი, რასაც საბოლოოდ მიაღწევს კიდეც.
33„Raisin Balls and Wedding Bells“ჯეისონ უოლინერიემილი სპაივი8 მარტი, 2015 (2015-03-08)1AYB034.35[9]
ფილის და კეროლის ქორწინებას ემუქრება ფილის დაუდევრობა. ქორწინების ცერემონიაზე ბეჭდების მიტანა ავიწყდება, თუმცა ისინი საბოლოოდ ქორწინდებიან, მაგრამ მოგვიანებით, მანქანით მოძრაობისას ხვდებიან მელისას (ჯენიუერი ჯოუნსი), კიდევ ერთ გადარჩენილს.
44„Sweet Melissa“ფილ ტრეილილიზ კაკოვსკი15 მარტი, 2015 (2015-03-15)1AYB043.76[10]
ფილი იჩენს ყურადღებას მელისას მიმართ და ნანობს კეროლთან ქორწინებას. ამიტომ, მელისას გულის მოსაგებად, იპარსავს წვერს და ახალ მანქანას გადასცემს (ვინაიდან შეხვედრისას მისი კუთვნილი ლიმუზინი თითქმის დაამსხვრია). კეროლი მასზე ნაწყენია, ამიტომ ფილი ცდილობს, შეურიგდეს და მისი სახლის კარს შეკეთებას იწყებს. საღამოს, როდესაც კეროლი ვახშამს ამზადებს, მთვრალი მელისა მას ეუბნება, რომ ორი წლის განმავლობაში მამაკაცს ეძებდა, მაგრამ იცის, რომ ფილთან ურთიერთობას ვერ დაიწყებს. ფილმა, ორ ნაწილად გახლეჩილმა, არ იცის, რომელთან დარჩეს.
55„Dunk the Skunk“ჯონ სოლომონიჯონ სოლომონი22 მარტი, 2015 (2015-03-22)1AYB054.55[11]
Audi R8-ის საჭესთან მჯდარი უცნობი ფილის მიერ ბილბორდებზე დატოვებულ გზავნილებს კითხულობს და ტუსონისკენ მიემართება. იქ ფილი კეროლის დარწმუნებას ცდილობს, თითქოს მელისა უნდა დააფეხმძიმოს, მაგრამ კეროლისთვის უფრო მნიშვნელოვანია ქორწინება, ამიტომ კარგად ამოიცნობს ფილის ჩანაფიქრს - მას შემდეგ, რაც უკანასკნელი უამბობს, რომ მელისას ამის შესახებ უკვე ესაუბრა. ფილი ცდილობს, პატიება მოიპოვოს, როდესაც ქალბატონებს მიიწვევს ატრაქციონზე მხტუნავი სკამით, რომელიც წყალში ეშვება. ჩანაფიქრი არც ერთს მოსწონს. საბოლოოდ, კეროლი დათანხმდება, რომ კაცობრიობის გადასარჩენად ფილმა უნდა დააფეხმძიმოს მელისა. მაგრამ ფილის გეგმა ჩაიშლება, როდესაც Audi R8-ის იდუმალი მძღოლი ჩნდება - სრულიად უწყინარი მსუქანი მამაკაცი ტოდი (მელ როდრიგესი).
66„Some Friggin' Fat Dude“მაიკლ პატრიკ იანიტიმ მაკოლიფი22 მარტი, 2015 (2015-03-22)1AYB064.42[11]
ტოდი ხდება დასახლების წევრი. კეროლი ცდილობს, ის და მელისა დააახლოვოს, ხოლო ფილი მათ დაშორებას წარუმატებლად ცდილობს. საღამოს ფილი მელისას იწვევს ბარში, რომელშიც სახეებიან ბურთებს მალავს და უკითხავს ლექსს, რომელიც, მისი თქმით, კეროლს მიუძღვნა, მაგრამ მელისა მას თავიდან იშორებს.
77„She Drives Me Crazy“პიტერ ატენსიოდევიდ ნოელი29 მარტი, 2015 (2015-03-29)1AYB073.40[12]
ფიქრს, რომ მელისას და ტოდს სექსუალური ურთიერთობა აქვთ, ფილი შეშლილობამდე მიჰყავს, ამიტომ, იგი ჩაიფიქრებს, მოიშოროს ტოდი და მიატოვოს უდაბნოში. თუმცა, ნამუსი ამის საშუალებას არ აძლევს. ამასობაში, დასახლების პირველი კრებისას, გადაწყდება, რომ ფილმა უნდა გაწმინდოს აუზი, რომელსაც მანამდე საპირფარეშოდ იყენებდა. მას შემდეგ, რაც იგი ამას აკეთებს, ნამდვილ საპირფარეშოსაც აშენებს, რაც კეროლს აღაფრთოვანებს.
88„Mooovin' In“კლერ სკენლონილიზ კაკოვსკი29 მარტი, 2015 (2015-03-29)1AYB083.33[12]
ფილი გაღიზიანებულია იმ ყურადღებით, რომელსაც ტოდს აქცევენ და მოიფიქრებს, თუ როგორ დაიბრუნოს უწინდელი პოპულარობა. იგი იპარავს მათ კუთვნილ ველურ ძროხას და სურს, ყველას აჩვენოს, რომ იგი თავად იპოვა და შინ დააბრუნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ძროხა ნამდვილად იკარგება, მას ტოდი პოულობს. მიუხედავად ამისა, იგი ფილს სურვილს უსრულებს და უფლებას აძლევს, დამსახურება საკუთარ ანგარიშზე დაიწეროს. იმავე ღამით, ძროხა კეროლის სახლში შედის და კეროლი იძულებულია, დასახლდეს ფილთან, თუმცა, თან ძროხაც მოჰყავს.
99„The Do-Over“ჯონ სოლომონიტიმ მაკოლიფი12 აპრილი, 2015 (2015-04-12)1AYB093.22[13]
კეროლის თხოვნით, ფილი სავაჭრო ცენტრში მიდის, სადაც, სასოწარკვეთილი, ნანობს ქორწინებაზე და ღმერთს ცვლილებებს სთხოვს. ამ დროს დასახლებაში ჩნდება ორი ქალი, ერიკა (კლეოპატრა კოულმენი) და გეილი (მერი სტინბერგენი). გახარებული ფილი მათ უამბობს, რომ დაქვრივებულია, აგრეთვე თავს სხვა გვარით წარუდგენს და არწმუნებს, რომ მანამდე ცოცხალი არავინ უნახავს. ერთად ვახშმის შემდეგ გადაწყვიტავენ ტბაში ბანაობას, მაგრამ გზად გადაეყრებიან კეროლს, ტოდს და მელისას.
1010„Pranks for Nothin'“კრის კოხიემილი სპაივი12 აპრილი, 2015 (2015-04-12)1AYB103.37[13]
სიცრუის გამო ყველა გაბრაზებულია ფილზე, თავად კი დარცხვენილია. კეროლიც გაბრაზებულია ერიკასა და გეილზე. ფილი მათ ეუბნება, რომ სხვადასხვა პრობლემას აწყდება, მათ შორის - იმ ფაქტს, რომ კეროლთან ქორწინებას არ აპირებდა. კეროლი, რომელიც ნოტარიუსია, ეყრება ფილმს, მოგვიანებით კი აპატიებს და კვლავ დასახლებაში მიიწვევს.
1111„Moved to Tampa“ჯეისონ უოლინერიერიკ დურბინი19 აპრილი, 2015 (2015-04-19)1AYB113.41[14]
ფილის მომავალი გაყრის შემდეგ უფრო პერსპექტიული ხდება, როდესაც გეილი და ერიკა მისით ინტერესდებიან - ვინაიდან უკვე „მარტო“ არის. სხვა მამაკაცების თავიდან ასაცილებლად, ფილი გადაწყვიტავს, ბილბორდებზე ტექსტი გაასწოროს და დააწეროს „გადავსახლდი ტამპაში“. მაგრამ მას შემდეგ, რაც კიბე ეცემა და თავად ბილბორდზე შემჯდარი რჩება, მზის დარტყმას მიიღებს. ჩნდება ახალი პერსონაჟი (ბორის კოჯო), რომელიც მას გადაარჩენს და შინ წაიყვანს. აღმოჩნდება, რომ მასაც ფილ მილერი ჰქვია. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, პირველ ფილს მამის სახელს, „ტენდის“ შეარქმევენ.
1212„The Tandyman Can“კლერ სკენლონიმეტ მარშალი26 აპრილი, 2015 (2015-04-26)1AYB123.29[15]
ახალ ფილს და ტენდის შორის დაძაბულობა წარმოიშვება. მოსახლეები ემხრობიან ახალ ფილს, რომელიც, გარდა ყველაფრისა, ერკვევა ტექნიკურ საკითხებში და დასახლებაში ბევრ დაკავშირებულ პრობლემას მოაგვარებს. მას აგრეთვე, ძველი ფილის სანაცვლოდ, ირჩევენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად. ტენდი გადაწყვიტავს, საკუთარი ფერმა გააშენოს, რათა ქალბატონების გული კვლავ მოიგოს (მიუხედავად იმისა, რომ, ახალი ფილის თქმით, ტუსონის ჰავა სათესად არ გამოდგება). ახალი ფილის გამო სირთულეები ჩნდება ტოდის და მელისას ურთიერთობაშიც. სამი დარჩენილი ქალბატონი ცდილობს, ფილი ლოგინში შეითრიოს და ამას მხოლოდ ქმართან ახლახან დაშორებული კეროლი ახერხებს. ამის გამო ტოდი და ტენდი ივიწყებენ უთანხმოებას და გადაწყვიტავენ, ფილი მოკლან.
1313„Screw the Moon“ჯონ სოლომონიერიკ დურბინი და ჯონ სოლომონი3 მაისი, 2015 (2015-05-03)1AYB133.51[16]
ტენდი განგებ ამტვრევს ნათურას, რომელსაც ფილმა მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეები მიუერთა. ფილი, დაღლილი ტენდის ქცევით, იცის რა, რომ უკანასკნელი მოკვლას უპირებს, უბრძანებს ტუსონის დატოვებას, მაგრამ ტენდი საძინებელ ოთახში რამდენიმე დღით იმალება. როდესაც მას კეროლი სთავაზობს თავშესაფრის დატოვებას, ტენდის ყველა, ფილის გარდა, უმღერის სიმღერას მიტევებაზე, მაგრამ ფილი მას იჭერს, მიჰყავს უდაბნოში და ტოვებს მცირეოდენი მარაგით, ემუქრება რა, რომ ტუსონში დაბრუნების შემთხვევაში, მოკლავს. ტენდის კეროლი პოულობს და ისინი ერთად მიემგზავრებიან სხვაგან, ახალი ცხოვრების დასაწყებად. ტენდი მას უამბობს ძმის (ჯეისონ სუდეიკისი) არსებობის შესახებ. ეპიზოდის ბოლოს ჩანს, რომ უკანასკნელი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეა, კოსმოსში დაკარგული.

სეზონი 2 (2015–16)

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
141„Is There Anybody Out There?“ჯონ სოლომონიდევიდ ნოელი და ჯონ სოლომონი27 სექტემბერი, 2015 (2015-09-27)2AYB013.14[17]
ფილი და კეროლი უკვე ექვსი თვეა, რაც ტუსონიდან შორს მოგზაურობენ, აშშ-ის ირგვლივ (ისინი აღმოსავლეთ სანაპიროზეც, კეროლის ძველ სახლს ეწვევიან). მაგრამ კეროლი მოითხოვს უკან დაბრუნებას. თავდაპირველად ფილი ეწინააღმდეგება, ვინაიდან იცის, რომ დასჯილია. თუმცა, როდესაც საბოლოოდ, კეროლის გამო, დათანხმდება ასეთ თხოვნას, კეროლი უარზეა. ფილი მას ღვინოში ჩაუგდებს წამალს, კეროლს ეძინება და, როდესაც იღვიძებს, ისინი უკვე არიან გზად ტუსონისკენ. ოკლაჰომაში, ბენზინგასამართ სადგურზე კეროლი იპარება ფურგონიდან. ფილი, დარწმუნებული, რომ მის ცოლს მშვიდად სძინავს, მის გარეშე მიემგზავრება. ტუსონში ჩასვლისას იგი აღმოაჩენს, რომ მთელი დასახლება მიტოვებულია, მისი სახლი კი მთლიანად დამწვარია. ამასობაში, კოსმოსში, მისი ძმა მაიკი ტელესკოპით ეძებს სიცოცხლეს და უვლის ჭიებს, რომლებიც ნელ-ნელა კვდებიან.
152„The Boo“ჯეისონ უოლინერიენდი ბობროუ4 ოქტომბერი, 2015 (2015-10-04)2AYB023.30[18]
ფილმი კეროლს უგზავნის შეტყობინებას, რომ იგი ტუსონში. კეროლის ძველს სახლში იგი პოულობს მელისას წერილს, რომელშიც წერია, რომ ჯგუფი გადავიდა მალიბუში (კალიფორნია), თუმცა მასში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ტენდი თან არ უნდა მოიყვანოს, ვინაიდან ეს საშიშია. ფილი თავდაპირველად მალავს წერილს, მოგვიანებით კი კეროლს სიმართლეს უამბობს. უკანასკნელი გადაწყვიტავს, არ წავიდეს მალიბუში, თუ ფილის ნახვა არ სურთ. ფილი მას კვლავ ათრობს და მალიბუში მიჰყავს. გზად, სანაპიროზე, რამდენიმე მკვდარ ვეშაპს აღმოაჩენენ. ჯგუფს პოულობენ და შორიდან აკვირდებიან, ამჩნევენ რა კიდევ ერთ ახალ წევრს, გორდონს (უილ ფერელი). კეროლი მოულოდნელად ჩნდება, რის გამოც გორდონი შოკირებულია და გულის შეტევით იღუპება.
163„Dead Man Walking“ჯონ სოლომონიერიკ დურბინი11 ოქტომბერი, 2015 (2015-10-11)2AYB032.70[19]
გადარჩენილები გლოვობენ გორდონს, რომლის სახლში თავად ცხოვრობენ. კეროლი უამბობს მათ, რომ ფილიც დაიღუპა და დასტირის. მას შემდეგ, რაც არავინ გამოხატავს ამის შესახებ მწუხარებას, კეროლი გამოუტყდება, რომ სინამდვილეში ფილი ცოცხალია. ფილი ორჭოფობს - იგი თავს იკატუნებს, თითქოს არ ადარდებს, თუ რას ფიქრობს მასზე ჯგუფი და ამავე დროს სურს, შეურიგდეს. ხვდება რა, რომ სინამდვილეში აჯობებს, პატიება ითხოვოს, ცდილობს დაარწმუმოს ყველა, რომ შეიცვალა, მაგრამ ამას აკეთებს იარაღის გამოყენებით. კეროლი ეუბნება, რომ ჯგუფი აპირებდა მის პატიებას, მაგრამ ასეთი დაშინების გამო, მას სასჯელის სახით კეტავენ სირცხვილის ბოძზე. ფილი მასზე მიმაგრებული მანამდე უნდა დარჩეს, სანამ ჯგუფი გადაწყვეტილებას შეიცვლის.
174„C to the T“მეტ ვინილესი და ოზ როდრიგესიემილი სპაივი18 ოქტომბერი, 2015 (2015-10-18)2AYB042.29[20]
კეროლი სხვებს ეუბნება, რომ ფილის ასეთი სახით დასჯა არ არის ცივილური მეთოდი. მაშინ ჯგუფი შეთანხმება, რომ იგი უნდა გამოკეტონ ცალკე, სპორტულ ოთახში, ერთი კვირით. თუმცა, ფილი თვლის, რომ სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს და ითხოვს მისი ხუთი კვირით გამოკეტვას. ერთ-ერთი ღამით იგი ცდილობს ყველის მოპარვას, რის გამოც კიდევ ერთხელ სჯიან, უმაგრებიან რა ელექტროშოკიან საყელურს და ტოვებენ მოლზე ძროხასთან ერთად. შემდგომ დღეებში ფილს უფრო მწარე ელექტროშოკიანი საყელური უკეთია, რომელიც ხმამაღლა ლაპარაკზე რეაგირებს. ყურადღებას მიპყრობის გამო ფილი ისვრის მცენარეებს, რა მიზეზითაც მას აგრეთვე კეტავენ რკინის ჯიხურში. მოგვიანებით იგი იპარება ჯიხურიდან, მაგრამ აღმოაჩენს ხანძარს, რომელსაც აქრობს წყლის სათლებით (თუმცა, ელექტროშოკი ბევრჯერ აჩერებს). მიუხედავად იმისა, რომ სასჯელს მოუხსნიან, მხოლოდ კეროლია კეთილგანწყობილად დამოკიდებული. როდესაც ფილი სხვებს მადლობას ეუბნება, ისინი გადიან.
185„Crickets“ჯეისონ უოლინერიტიმ მაკოლიფი25 ოქტომბერი, 2015 (2015-10-25)2AYB053.36[21]
ჯგუფი აღმოაჩენს ცოცხალ კალიებს. მათგან კეროლი ამზადებს არასასიამოვნო კერძს. ტენდი უთვალთვალებს ტოდს, რომელიც მწერებს არ ჭამს. ტოდი სინამდვილეში იპარება ახლოს მდებარე სახლში, რომელიც იკვებება მზის ენერგიით. აღმოჩნდება, რომ ტოდმა იქ იპოვა ბეკონის დიდი რაოდენობა. უზიარებს რა ტენდის მცირე ნაწილს, იგი მოგვიანებით უარს ამბობს, სხვებსაც გაუყოს ბეკონის დარჩენილი ნაწილი. ტენდის მიაქვს ბეკონი სხვებთან და გამოხატავს მადლიერებას ტოდის მიმართ, რომ უკანასკნელმა მათ საკვები გაუზიარა. ბეკონების პარკების გადაყრას იგი ცდილობს მათი ზღვაში გადაყრით, თუმცა ყველაფერი უკან ბრუნდება. ტოდი ცდილობს სიმართლის თქმა, ტენდი კი იტყუება, რათა ტოდი დაიცვას. ორივეს სჯიან ისევე, როგორც მანამდე მხოლოდ ტენდი იყო დასჯილი. საბოლოოდ, ტოდი და ტენდი შერიგდებიან. ამასობაში, კეროლს და ერიკას შორის დაძაბულობა მატულობს - ფილი ხშირად ჩნდება კეროლთან, ერიკა კი ნაწყენია კეროლზე, თუმცა ორივე შერიგდება, როდესაც ფილის ქცევებს გამოაშკარავებენ.
196„A Real Live Wire“ჯეისონ უოლინერიერიკა რივინოია8 ნოემბერი, 2015 (2015-11-08)2AYB062.57[22]
ფილი უარს ამბობს სახლში რამის გაკეთებაზე. ტენდი და ტოდი ცდილობენ, თავად მოაგვარონ ელექტრომომარაგების კრიზისი, მაგრამ არ იციან, როგორ შეაჩერონ სადენი, რომელიც აქეთ-იქით დახტის. ტენდი იძულებულია, წავიდეს ფილთან და დახმარებას მას სთხოვოს, თუმცა, როდესაც ტენდი კეროლს ახსენებს, ფილი მას სცემს. ამასობაში, კეროლი ცდილობს დაარწმუნოს სხვა ქალები, რომ ყველამ უნდა იყოლიოს შვილი, თუმცა ყველა უარს ამბობს სხვადასხვა მიზეზის გამო. საბოლოოდ, ყველა ემხრობა ტენდის და გადაწყდება, რომ ფილი უნდა დაისაჯოს ბოძზე. თუმცა, ფილი გაიქცევა მას შემდეგ, რაც უჩვენებს, როგორ უნდა ჩართონ და გამორთონ მზის ბატარეები. წასვლამდე იგი კეროლს გამოუტყდება, რომ უყვარს, მაგრამ ერიკა ამცნობს, რომ ფეხმძიმედ არის.
207„Baby Steps“ჯონ სოლომონიმეტ მარშალი15 ნოემბერი, 2015 (2015-11-15)2AYB072.84[23]
ფილი ცდილობს, მოიპოვოს ერიკას პატიება. კეროლის რჩევით, ტენდი ცდილობს ჯგუფს აუხსნას, თუ რატომ უნდა გამოიჩინონ ლმობიერება ფილის მიმართ. თუმცა, ფილი უკვე ყველას ეზიზღება, ტენდი მისდამი ნდობით არის განწყობილი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც იხილა, თუ როგორ აკეთებდა ფილი ხის სათამაშოებს და საწოლს ერიკას მომავალი შვილისთვის. თუმცა, ამავე დროს, იგი ყველას შესთავაზებს ფილის დასჯას ისევე, როგორც მანამდე მას სჯიდნენ. ფილი ბრაზდება და ეუბნება, რომ ნანობს, რომ ოდესღაც ბილბორდიდან ჩამოიყვანა და გადაარჩინა. იმავე ღამით ფილი სიმთვრალემდე სვამს და სანაპიროზე გონებას კარგავს. დილით ტენდი მას სასერფინგე დაფით შინ მოიყვანს და ბოძზე გამოკეტავს. ამასობაში მელისას და ტოდს შორის კამათია - ტოდი აღმოაჩენს, რომ მელისა მზად იყო, ტენდისთან შვილები ჰყოლოდა, რათა დედამიწაზე სიცოცხლე გაეგრძელებინათ, თუმცა მასთან იგივეს გაკეთება არ სურს. ამავე დროს, კეროლი ერიკას ეხმარება ფეხმძიმობისას, თუმცა თავად განიცდის, რომ ტენდისთან შვილს ჯერ ვერ აჩენს.
218„No Bull“პეიმენ ბენცილიზ კაკოვსკი22 ნოემბერი, 2015 (2015-11-22)2AYB083.27[24]
მას შემდეგ, რაც ძროხა მშობიარობს, ჯგუფი დარწმუნებულია, რომ სადღაც ხარიც უნდა დადიოდეს. მის საძიებლად წასვლის წინ ასევე ათავისუფლებენ ფილს. მაგრამ იგი მალიბუს ტოვებს და კანადაში მიემგზავრება. ტენდი ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, შეწყვიტონ ხარის ძიება და ყურადღება გადაიტანონ ფილზე, მაგრამ ჯგუფის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან, განსაკუთრებით — როდესაც ტენდი აღწეს ყოველი მათგანის უარყოფით მხარეებს. მეორე დილით ჩნდება ხარი და მას ტრანკვილიზატორებს ესვრიან. შედეგად, იგი შემთხვევით კვდება. ფილი, რომელმაც იპოვა ხარი, ჩნდება და ყველას უერთდება ვახშამზე, რომელზეც ხარის ხორცს მიირთმევენ. ტოდი აღმოაჩენს, რომ გეილი გორდონად გადაცმულ მაკენს ესაუბრება. მათ შორის ურთიერთობა ყალიბდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტოდი მელისას ოფიციალურად შორდება. მაიკი შეაკეთებს გაფუჭებულ რადიოს და გახარებულია, როდესაც შემთხვევით დაიჭერს სიგნალს. თუმცა აღმოჩნდება, რომ ეს მისი საკუთარი სიგნალის ექოა. სასოწარკვეთილი, იგი ერთობა აზოტის ოქსიდის შესუნთქვით.
229„Secret Santa“ნიკ იასენოვეჩიკაირა კალუში6 დეკემბერი, 2015 (2015-12-06)2AYB093.58[25]
ახლოვდება შობის დღესასწაული. კეროლი აწყობს საიდუმლო სანტას საჩუქრების გაცვლას. ტენდი ამოიღებს ერიკას სახელს, მაგრამ მას ფილს გადასცემს, იმ იმედით, რომ იგი ერიკას ნდობას დაიბრუნებს. ფილს ტენდი იმედის ალმასს გადასცემს, როგორც ერიკასთვის სავარაუდო საჩუქარს, თუმცა ფილი მასზე უარს ამბობს, აცხადებს რა, რომ საკუთარი იდეები აქვს. ტენდის ეს აღიზიანებს. შობის დღეს აღმოჩნდება, რომ ფილის საჩუქარი ულტრახმოვანი ეპოსკოპური აპარატია. ასეთი საჩუქარი ყველას უხარია, ტენდის გარდა. უკანასკნელს კვლავაც არ სიამოვნებს, რომ ფილმა მის საჩუქარზე უარი თქვა, მაგრამ მაინც უერთდება წვეულებას, რომლის დროსაც ფილი გონებას კარგავს. ამასობაში, კოსმოსში, მაიკ მილერის უკანასკნელი ჭია კვდება, ამიტომ იგი გადაწყვიტავს, თავი მოიკლავს და ღია კოსმოსში გადის. უკანასკნელ წამს იგი ხედავს ახლადდადებულ ჭიას, მაგრამ ხომალდის მოქმედებას ვერ აჩერებს და მაიკი მაინც ეშვება კოსმოსში.
2310„Silent Night“ჯეისონ უოლინერიტიმ მაკოლიფი13 დეკემბერი, 2015 (2015-12-13)2AYB103.16[26]
ფილს აპენდიციტი აწუხებს. სხვები შეიტყობენ, რომ იგი მას მოკლავს, თუ არ გაუკეთდება ოპერაცია. გეილს ირჩევენ ოპერაციის შესასრულებლად და იგი თანხმდება, იმ პირობით, თუ რამე მასალაზე პრაქტიკას გაივლის. ადგილობრივ მორგში გვამებს ვერ აღმოაჩენენ, ამიტომ ტენდი და ტოდი სულ მცირე ხნის წინ გარდაცვლილ გორდონს ამოთხრიან. როდესაც ცხედარს სახლში მიათრევენ, აღმოჩნდება, გეილმა უკვე იპოვა სამედიცინო მოდელი, ამიტომ გორდონს სწრაფად მარხავენ. კოსმოსში მაიკ მილერი ახერხებს ხომალდზე დაბრუნებას. ახლადდადებულ ჭიას, რომელსაც „ფილს“ შეარქმევს, იგი უამბობს, რომ გადაწყვიტა დედამიწაზე დაბრუნება. გეილი და ტოდი იწყებენ ფილის ოპერაციის ჩატარებას, მაგრამ ჩნდება სირთულეები. მაიკი ეშვება დედამიწის ატმოსფეროში, ამ დროს კი ფილი კვდება.
2411„Pitch Black“ჯონ სოლომონიდევიდ ნოელი და ჯონ სოლომონი6 მარტი, 2016 (2016-03-06)2AYB112.72[27]
მაიკი ეშვება გემზე, რომელსაც მისი კაპსულა დაძირავს. თუმცა, იგი გადარჩება, ჭიასთან ერთად და სამი დღის შემდეგ იახტას პოულობს. იქ მას ხვდება პეტ ბრაუნი (მარკ ბუნი უმცროსი), რომელიც აგრესიულად იქცევა და დარწმუნებულია, რომ მაიკი ვირუსის მატარებელია. მაიკი აუხსნის, რომ მთელი ეს დრო კოსმოსში იყო და სთხოვს, ნაპირთან გაიყვანოს, რათა საკვები იპოვონ. დილით ისინი ჩადიან მაიამიში, სადაც მაიკი აღმოაჩენს წარწერას ტუსონში გადარჩენილის შესახებ, მაგრამ პეტი მას ურტყამს და გონებას აკარგვინებს, დარწმუნებულია რა, რომ ამ ნიშნით მთავრობა გადარჩენილებს საფრთხეს უქმნის. როდესაც გონს მოდის, პეტი მას კვლავ ურტყამს და კიდევ ერთხელ აკარგვინებს გონებას, მაგრამ, აღმოაჩენს რა ნახვრეტს მის სამოსში, იფიქრებს, რომ ასეთი გზით მაიკი უკვე დაუცველია ვირუსებისგან. ამიტომ, მას ტოვებს. მაიკი მოგვიანებით კვლავ მოდის გონს და ტუსონში სასწრაფო მანქანით მიემართება.
2512„Valhalla“პეიმენ ბენციერიკა რივინოია13 მარტი, 2016 (2016-03-13)2AYB122.56[28]
ჯგუფი ფილს მარხავს ვიკინგების წესით, უშვებს რა მის კუბოს ზღვაში. ტენდი დასტირის ფილს, ვინაიდან უკანასკნელის გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე, ისინი საბოლოოდ შერიგდნენ. მოგვიანებით იგი გარდაცვლილის დოკუმენტებიდან აღმოაჩენს, რომ მისი მამის სახელი „სტეისი“ იყო. იგი ერიკას მომავალი ბავშვის აღზრდას სთავაზობს, თუმცა უკანასკნელი მას ეუბნება, რომ ფილის ბოლო თხოვნა იყო, ტენდისთვის ბავშვი აერიდებინათ. გაბრაზებული ტენდი ცდილობს, დაარწმუნოს ერიკა, რომ მორალურად ფილი უფრო სუსტი იყო, ვიდრე ჩანდა. წარუმატებლობის შემდეგ იგი ღამით კოცონში ფილის ნივთების დაწვას ცდილობს. მოულოდნელად, ზღვა გამორიყავს ფილის კუბოს და ერიკა შეამჩნევს, თუ როგორ დასტირის მას ტენდი. მას შემდეგ, რაც ფილს მიწაში ერთად მარხავენ, ერიკა ფილს ამშვიდებს. ტენდი ამასობაში კეროლს ეუბნება, რომ ტოდი და გეილი ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ აფრთხილებს, რომ არ უთხრას ამის შესახებ მელისას. ტოდი გეილს პატიებას სთხოვს იმის გამო, რომ მელისას სიმართლე არ უამბო. ამის შემდეგ მელისა ცდილობს, კვლავ დაუახლოვდეს ტოდს და გეილისგან ფარულად კოცნის. როდესაც მელისა ამის შესახებ კეროლს უამბობს, უკანასკნელი ტოდთან მიდის და სიკვდილის კოცნას უტოვებს.
2613„Fish in the Dish“ჯარედ ჰესილიზ კაკოვსკი3 აპრილი, 2016 (2016-04-03)2AYB132.11[29]
კეროლს სურს, გაარკვიოს, თუ რატომ არ დაფეხმძიმებულა აქამდე. ტენდი ჩაიტარებს ტესტს და აღმოჩნდება, რომ მის სპერმაში სპერმატოზოიდების დაბალი შემცველობაა, რის გამოც იგი ოჯახს ვერ იყოლიებს. თუმცა, კეროლთან ცრუობს და ეუბნება, რომ ტესტებს ვადა გაუვიდა და უჩვენებს ტოდის ტესტებს, რომლებიც დადებით შედეგს აჩვენებენ. ამავე დროს, ტოდი ცდილობს აღადგინოს ურთიერთობა როგორც მელისასთან, ასევე გეილთან, მაგრამ ყველაფერი უფრო რთულდება, როდესაც ერიკასგან ცნობილი ხდება, რომ ფილმა ტოდი გარდაცვალებამდე მისი ბავშვის სუროგატ მამად აირჩია. ტენდი და ტოდი საკუთარ თავზე გაბრაზებულები არიან და აპირებენ, დანარჩენებს უამბონ სიმართლე. სანამ ეს მოხდება, კეროლი სანაპიროზე მაიკ მილერს ამჩნევს. ტენდი მისკენ გარბის და ყველასთვის მოულოდნელად, საზარდულში მუშტს ურტყამს.
2714„Skidmark“კლერ სკენლონიკაირა კალუში & მეტ მარშალი10 აპრილი, 2016 (2016-04-10)2AYB142.70[30]
ძმები მილერები ჩხუბობენ, შემდეგ კი ერთმანეთს აპატიებენ, აღმოჩნდება რა, რომ მაიკი ძმის შესახებ გამუდმებით ფიქრობდა, კოსმოსშიც კი. მაიკი ესწრება ვახშამს, უამბობს მალიბუში მოხვედრის და ფილთან ცხოვრების შესახებ. მისი მოგონებებით, ბავშვობაში ძმას შეარქვა „Skidmark“, რაც უკავშირდება იმას, რომ ტუალეტის გამოყენების შემდეგ ფილი აბინძურებდა ქვედა საცვლებს. აღმოჩნდება, რომ ფილს მაიკთან ყოფილმა შეყვარებულმა, კრისტინმა უღალათა. ტყუპების დაპირისპირება გრძელდება, როდესაც მაიკი ყველას ყურადღებას იქცევს მეორე საღამოს, სანაპიროსთან გამართული წვეულებისას. შემდეგ საღამოს ფილი აპირებს საკუთარი წვეულების მოწყობას და მაიკის ცუდი მხარეების წარმოჩენას. კეროლი ეუბნება, რომ ძმას ასე უხეშად არ უნდა ექცეოდეს, ვინაიდან გადარჩენილებიდან მხოლოდ ფილს ჰყავს ნათესავი. მეორე დილით ფილი ძმას პატიებას სთხოვს. იღვიძებს რა დილით, აღმოაჩენს, რომ მაიკმა ღამით მთელი ტანის ნახევარზე თმები გაპარსა. ამასობაში, მელისა და გეილი გადაწყვიტავენ, ერთროულად ჰქონდეთ ტოდთან ურთიერთობა.
2815„Fourth Finger“ჯეისონ უოლინერიერიკ დურბინი17 აპრილი, 2016 (2016-04-17)2AYB152.52[31]
ფილი და მაიკი იწყებენ ერთმანეთზე ხუმრობას. ტოდის ურთიერთობა როგორც გეილთან, ასევე მელისასთან გრძელდება. კეროლი ტოდს სთხოვს, დააფეხმძიმოს.
2916„Falling Slowly“დევიდ ნოელიდევიდ ნოელი და ჯონ სოლომონი24 აპრილი, 2016 (2016-04-24)2AYB162.13[32]
კეროლი ეუბნება ფილს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა თვლის, რომ ტოდმა მასზე ოფიციალურად უნდა იქორწინოს. ფილს ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს და ითხოვს, რომ კეროლი ცოლად გაჰყვეს მაიკს, ვინაიდან იგი მისი ძმა მაინც არის. ქორწინების პირველ ღამეს იგი უთვალთვალებს ორივეს. საბოლოოდ, ფილი კეროლს ეუბნება, რომ იგი უყვარს. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ კეროლი ფეხმძიმედ არის, ხოლო გეილი ხედავს დრონს, რომელიც მათ სახლს დასტრიალებს.
3017„Smart and Stupid“პეიმენ ბენციემილი სპაივი8 მაისი, 2016 (2016-05-08)2AYB172.21[33]
გეილი ცდილობს, უამბოს სხვებს, თუ რა დაინახა, მაგრამ არავინ უჯერებს, ვინაიდან თვლიან, რომ იგი ნასვამი იყო. მაიკი იწყებს ურთიერთობას ერიკასთან. ტოდი ეჩხუბება ფილს, რა დროსაც მაიკი ახველებს და პირიდან სისხლი სდის. მას ჩასვამენ სპეციალურ ბუშტში, რათა იზოლირებული იყოს, მაგრამ ფილი მის გვერდის იძინებს. მეორე დილით მაიკი გამქრალია.
3118„30 Years of Science Down the Tubes“ჯონ სოლომონიედვარდ ვოკოლა და მაქსუელ რ. კესერი15 მაისი, 2016 (2016-05-15)2AYB182.23[34]
ფილი პოულობს DeLorean-ის მარკის ავტომობილს და ტუსონში, ბავშვობის სახლში მიემართება, სადაც მაიკს პოულობს. უკანასკნელი მას სთხოვს, დატოვოს, რაც მისი სიკვდილის წინ უკანასკნელი თხოვნაა. ფილი სხვებთან ბრუნდება. სანაპიროს მოადგება გემი, რომლიდანაც ჩამოდიან პეტი და ორი მამაკაცი, იარაღით ხელში.

სეზონი 3 (2016–17)

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
321„General Breast Theme with Cobras“ჯონ სოლომონიდევიდ ნოელი და ჯონ სოლომონი25 სექტემბერი, 2016 (2016-09-25)3AYB012.23[35]
პეტი და თანმხლები ორი მამაკაცი მალიბუში ჩნდება. ფილი და სხვები მათგან გაქცევას ცდილობენ, მაგრამ ტოდის ფურგონი გზად ეღობება, ამიტომ სხვადასხვა ნივთით აღიჭურვებიან. მელისა შემთხვევით კლავს დარელს (ჯონ ჰემი), პეტის ერთ-ერთ თანმხლებს. ლუისი (კენეტ ჩოი), მეორე თანმხლები, განმარტავს, რომ პეტი შეშლილია და მოკლული ჰყავს ადამიანი (მან არ იცის, რომ პეტმა სცადა მაიკის, ფილის ძმის მოკვლა). მოგვიანებით პეტი იწყებს სხვების გულის მოგებას და შარვლებზე სხვადასხვა ნახატს ქმნის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფილს კვლავ ემუქრება, მთელი ჯგუფი, ლუისთან ერთად, ცდილობს მისგან დაღწევას და ტოდის ფურგონი შემთხვევით გადაუვლის.
332„The Wild Guess Express“პიტერ ატენსიოენდი ბობროუ2 ოქტომბერი, 2016 (2016-10-02)3AYB022.50[36]
გადარჩენილები პოულობენ სახლს, რომელშიც გარდაცვლილი შერია. ფილი უკან ბრუნდება და პოულობს პეტს, რომელსაც ნაგვის ტომრებში მარხავს, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ყველა ბრუნდება, აღმოჩნდება, რომ იგი გამქრალია, ისევე, როგორც მისი იახტა.
343„You're All Going to Diet“ჯეისონ უოლინერიტიმ მაკოლიფი16 ოქტომბერი, 2016 (2016-10-16)3AYB032.66[37]
ჯგუფი ამ ეპიზოდში გადაწყვეტს მალიბუს დატოვებას.
354„Five Hoda Kotbs“დევიდ ნოელიემილი სპაივი23 ოქტომბერი, 2016 (2016-10-23)3AYB042.14[38]
გადარჩენილები მოგზაურობენ სხვადასხვა შტატში. ლუისი ყველას უამბობს, რომ გეია. სან-ხოსეში მოხვედრის შემდეგ, გადაწყდება, რომ დასახლდებიან ნაპაში (კალიფორნია), მაგრამ მელისა იქვე პოულობს უცნაურ განათებულ შენობას.
365„The Power of Power“პიტერ ატენსიომეტ მარშალი6 ნოემბერი, 2016 (2016-11-06)3AYB052.13[39]
გადარჩენილები სახლდებიან განათებულ შენობაში, რომელიც არის დაუსრულებელი ოფისი. შენობებში თავს იჩენს ელექტროგაყვანილობის პრობლემა. ფილი ვარაუდობს, რომ ამ პრობლემებს ხელოვნურად ქმნის ლუისი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მიზეზი კეროლია, რომელსაც სურს უფრო ტრადიციულ სახლში ცხოვრება. ფილი მას უშენებს ხის პატარა სახლს, რომელზეც იგი ოცნებობდა. მელისა, მას შემდეგ, რაც დარელი მოკლა, უცნაურად იქცევა, თუმცა ტოდს ეუბნება, რომ სურს მასთან შვილების ყოლა.
376„The Open-Ended Nature of Unwitnessed Deaths“ჯონ სოლომონილიზ კაკოვსკი13 ნოემბერი, 2016 (2016-11-13)3AYB062.64[40]
ფილი ცდილობს, დაიბრუნოს ლუისის ნდობა. უკანასკნელი უამბობს თავის პარტნიორზე, მაიკზე. ის და ფილი (უკანასკნელის დაძალებით) მიდიან სიეტლში, ლუისის ყოფილ სახლშ, სადაც მარკის არანაირი კვალი არ დარჩა. კეროლი გეილს სთხოვს, შეასრულოს მისი დედის როლი, მაგრამ გეილი უამბობს, რომ ეშინია, ვინაიდან ვირუსამდე შვილი ჰყავდა. მელისა უფრო უცნაური ხდება, ვიდრე უწინ.
387„Mama's Hideaway“პეიმენ ბენციკაირა კალუში20 ნოემბერი, 2016 (2016-11-20)3AYB072.04[41]
კეროლს სურს ფილთან და გეილთან ერთად საოჯახო ფოტოს გადაღება, მაგრამ გეილი უარს ეუბნება. მელისა შორდება ტოდს და ფილს სთხოვს, დააორსულოს. ლუისი პატარა თვითმფრინავის სპეციალურ სიმულატორში ფრენას ეუფლება, ვინაიდან სურს ტოკიოში გამგზავრება, დარწმუნებული რა, რომ მარკი გადარჩენილია. გეილი ყველას განერიდება და იმალება ცალკე შენობაში, ლიფტში. ფილი და ტოდი აღმოაჩენენ, რომ ოფისის ოთხი შენობა ზედმეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. მას შემდეგ, რაც ამ შენობებში ენერგიის მიწოდებას შეაჩერებენ, გეილი ლიფტში იჭედება. როდესაც გეილის საძიებლად გასვლას დააპირებენ, ტოდი ყველას ამცნობს, რომ მელისა გაიქცა.
398„Whitney Houston, We Have a Problem“დევიდ ნოელიტიმ მაკოლიფი და დევიდ ნოელი4 დეკემბერი, 2016 (2016-12-04)3AYB082.48[42]
გეილი ცდილობს ლიფტიდან გაღწევას და იყენებს პისტოლეტს, მაგრამ მისი გასროლების ხმა არავის ესმის. ჯგუფი კვლავ ეძებს მელისას.
409„If You're Happy and You Know It“ჯეისონ უოლინერიერიკ დურბინი და უილ ფორტე11 დეკემბერი, 2016 (2016-12-11)3AYB092.21[43]
ფილს კეროლი მიჰყავს საქორწინო მოგზაურობაში, რომელიც მანამდე არ ჰქონიათ. ლუისი გადის სიმულატორით ფრენის შესწავლის კიდევ ერთ ეტაპს. გეილის პისტოლეტში დარჩენილია ერთი ტყვია. ეპიზოდის ბოლოს შენობიდან ისმის გასროლა.
4110„Got Milk?“ჯონ სოლომონიმაქსუელ რ. კესლერი5 მარტი, 2017 (2017-03-05)3AYB182.19[44]
მოქმედება მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების პირველ წელს. პამელა ბრინტონის (კრისტენ უიგი) მეუღლე და ყველა დანარჩენი ვირუსისგან იღუპება. თავად პამელ იმალება ბუნკერში. იგი ერთობა მართვადი დრონის სხვადასხვა ადგილებში გაშვებით და ერთხელ შეამჩნევს უცნობებს მალიბუში. შედეგად, გადაწყვიტავს, მიაგნოს გადარჩენილების ჯგუფს.
4211„The Spirit of St. Lewis“ჯონ სოლომონილიზ კაკოვსკი და ჯონ სოლომონი12 მარტი, 2017 (2017-03-12)3AYB102.04[45]
ერიკა ცდილობს, დაადგინოს, თუ რატომ შეიშალა მელისა. ლუისი ფილმის ნაჩუქარ ნამდვილ თვითმფრინავში ჯდება, მაგრამ აფრენიდან რამდენიმე წამში ეჯახება მთას და იღუპება. ჯგუფის საცხოვრებელ შენობას იგი ლუისის პატივსაცემად ცისარტყელის ფერებით გაანათებს. ელექტროენერგიის მიწოდების დროებით აღდგენისას ლიფტი იღება და გეილი გამოდის.
4312„Hair of the Dog“პეიმენ ბენციედვარდ ვოკოლა19 მარტი, 2017 (2017-03-19)3AYB111.97[46]
გეილი ჯგუფს უბრუნდება. კეროლი ცდილობს, კვლავ მოიპოვოს მისი ნდობა. გეილი თანხმდება ოჯახური ფოტოს გადაღებაზე, მაგრამ მოგვიანებით კეროლი ფოტოსურათზე, უკანა ფონზე, აღმოაჩენს ნიღბიან უცნობს.
4413„Find This Thing We Need To“Steve Dayერიკ დურბინი და ტიმ მაკოლიფი26 მარტი, 2017 (2017-03-26)3AYB121.97[47]

კეროლი ყველას უჩვენებს ფოტოსურათებს. უკანა ფონზე აშკარად ჩანს უცნობი იოდას ნიღბით. ტყეში ჯგუფი პოულობს ქოხს, რომელიც სავსეა სათამაშოებით. აღმოჩნდება, რომ მელისა უცნობ აბებს ყლაპავდა, მაგრამ მათი დასახელების მითითებისგან თავს იკავებს, მხოლოდ „Santa's penis“-ს ახსენებს. მოგვიანებით დაადგენენ, რომ ეს არის „კლოზაპინი“, რომელიც, სამედიცინო ცნობარის თანახმად, იწვევს სწორედ ისეთ სიმპტომებს, როგორიც მელისას აქვს. კეროლს და ერიკას ფილი, რომელსაც ღამით ქოხთან ეძინა, შინ მიჰყავთ, მაგრამ უეცრად „იოდა“ აღმოჩნდება იმავე მანქანაში აღმოჩნდება და ყველას შეაშინებს.

შენიშვნა

ეპიზოდების სახელწოდებაში სიტყვების თანმიმდევრობა გრამატიკულად განგებ არასწორად არის შერჩეული, ვინაიდან იოდაც, „ვარსკვლავური ომების“ ფილმებში ასე საუბრობს.

4514„Point Person Knows Best“მეგი კერიჯეფ ვანდერკრუიკი2 აპრილი, 2017 (2017-04-02)3AYB131.74[48]
ჯგუფი ცდილობს „იოდასთან“ საუბარს, მაგრამ ბიჭუნა არ იხსნის ნიღაბს. საბოლოოდ იგი ბავშვი აღმოჩნდება. ფილი მას „ჯასპერს“ შეარქმევს და ცდილობს, სხვების გული მოიგოს ბიჭუნას მორჯულებით. საბოლოოდ, ჯასპერი თავად აირჩევს ერიკასთან დარჩენას.
4615„Name 20 Picnics... Now!“დევიდ ნოელიმეტ მარშალი23 აპრილი, 2017 (2017-04-23)3AYB141.73[49]
ჯგუფი ცდილობს, გაამხიარულოს ჯასპერი და დიდ ზეიმს მოუწყობს. მელისა გაამხიარულებს ბიჭუნას, როდესაც პოლიციის ავტომობილში მასთან ერთად ჯდება და სირენას ამუშავებს.
4716„The Big Day“ნიშა განატრაერიკა რივინოია30 აპრილი, 2017 (2017-04-30)3AYB151.96[50]
გასულია ექვსი თვე. ერიკა და კეროლი მალე იმშობიარებენ. ჯასპერი უკვე საუბრობს. გეილი აპირებს, ამშობიაროს კეროლი და ფილს სურს, დაეხმაროს, თუმცა მას არ ენდობიან. ეპიზოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ გეილზე უფრო ადრე მშობიარობა ერიკას დაეწყო.
4817„When the Going Gets Tough“პეიმენ ბენციტიმ მაკოლიფი7 მაისი, 2017 (2017-05-07)3AYB161.80[51]
ერიკას ამშობიარებენ. ფილი და ჯასპერი აღმოაჩენენ, რომ ოფისისგან მოშორებით, მთებში, იწვის ბირთვული ელექტროსადგური.
4918„Nature's Horchata“დევიდ ნოელიკაირა კალუში7 მაისი, 2017 (2017-05-07)3AYB171.80[51]
საშიშროების გამო, ჯგუფი ტოვებს ოფისს და მიემგზავრება სხვაგან, თან მიაქვს რა ფილის მიერ აშენებული ხის სახლი (რომელსაც გზაში ცეცხლი ეკიდება და ანადგურებს). ისინი სხვადასხვა შტატში დადიან და რადიაციის დონეს ამოწმებენ. ლოს-ანჯელესში ჩასულები, ერთ-ერთ იახტაზე ადიან, სადაც პეტ ბრაუნი იარაღით ემუქრება. მას კლავს მოულოდნელად მოსული პამელა ბრინტონი, რომელიც მოგზაურებს ესალმება.

სეზონი 4 (2017–18)

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
501„M.U.B.A.R.“ჯონ სოლომონირიჩ ბლომკუისტი და ჯონ სოლომონი1 ოქტომბერი, 2017 (2017-10-01)4AYB012.28[52]
პამელა საკუთარ თავს ჯგუფის წევრებს გააცნობს. მას შემდეგ, რაც ტენდი მოკლული პეტის თავს და სხეულს ერთმანეთისგან ანაწევრებს და ზღვაში უშვებს, პამელა უამბობს ყველას, რომ პეტი იმუქრებოდა მოგზაურების მოკვლით. მაგრამ სულ მალე იგი ანადგურებს საკვების მარაგს, იყენებს ერთადერთ საძინებელ ოთახს და, ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ეცინება ტენდის ხუმრობებზე. მელისა ღამით მართავს გემს და გეილი აჭერს თითს ღუზის ჩასაშვებ ღილაკს. თუმცა, ღუზა წყლამდე არ აღწევს და, სანამ ყველას სძინავს, გემი მაინც მოძრაობს. რამდენიმე დღის შემდეგ ჰორიზონტზე ჩნდება კუნძული. პამელა, რომელმაც შემთხვევით მოისმინა, თუ როგორ გეგმავდნენ ქალები მის თავიდან მოშორებას, ტენდის ნიჩბით გონებას აკარგვინებს, ხოლო ნავს, რომელშიც სხედან დანარჩენები, უშვებს. იგი ტენდის იტოვებს, ხოლო მოგზაურები მიემართებიან კუნძულისკენ, მაგრამ არ იციან, რომ იქ უკვე ვიღაც არის.
512„Stocko Syndome“დევიდ ნოელიმეგან განზი და ტიმ მაკოლიფი8 ოქტომბერი, 2017 (2017-10-08)4AYB022.23[53]
ფილი ახერხებს პამელას ტყვეობიდან დაღწევას და აშინებს მას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ იახტა ღია ზღვაშია და მიწა არსად ჩანს. ამასობაში კუნძულზე მოგზაურებს გაიცნობს მარტოობაში მცხოვრები გლენი (კრის ელიოტი. მის მიერ შემონახული სასიგნალო რაკეტით ფილს ამცნობენ ადგილმდებარეობას. მას შემდეგ, რაც იახტა კუნძულამდე მიაღწევს, თავდაპირველად გადაწყდება, რომ პამელა დარჩება კუნძულზე. მოგვიანებით მას პატარა ნავში ტოვებენ და, იახტაზე მიბმული, თან მიჰყავთ.
523„Skeleton Crew“ჯონ სოლომონიკასია მილერი15 ოქტომბერი, 2017 (2017-10-15)4AYB031.96[54]
პამელას საბოლოოდ, კვლავ მიიღებენ სამეგობრო წრეში. გლენს და პამელას შორის ყალიბდება თბილი ურთიერთობები. მას შემდეგ, რაც მოგზაურები მიაღწევენ მექსიკამდე, პამელა და გლენი ერთად მიემგზავრებიან სხვა გადარჩენილების საძიებლად.
534„Wisconsin“ჯენიფერ არნოლდიმეტ მარშალი22 ოქტომბერი, 2017 (2017-10-22)4AYB041.96[55]
სიატანეხოში, სადაც მოგზაურები დასახლდნენ, არის მიტოვებული საავადმყოფო და კეროლი მშობიარობისთვის ემზადება. მელისა და ტოდი ერთობიან, თუმცა ტოდი სიკვდილის პირას არის მას შემდეგ, რაც დიდი რაოდენობის ენერგეტიკულ სასმელებს სვამს.
545„La Abuela“დევიდ ნოელიკირა კალუში5 ნოემბერი, 2017 (2017-11-05)4AYB051.94[56]
მოგზაურები ჩერდებიან დიდ სახლში, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ადგილობრივ ნარკოკარტელს და მის ლიდერ ლა აბუელა გორდილოს. წინარეისტორიიდან ცნობილი ხდება, რომ მასზე საკუთარი მოკავშირეები თავდასხმას ამზადებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ჰექტორმა, პინიატაში დამალა საგანგებოდ მომზადებული ყუმბარა. მისი მოკავშირე, პანჩიტო, კლავს გორდილოს და ეკითხება ჰექტორს, თუ სად დამალა ყუმბარა, თუმცა ჰექტორს პოლიცია აპატიმრებს. ტოდი გონს მოდის გულის შეტევის შემდეგ. გეილი და ერიკა აღმოაჩენენ, რომ უკანასკნელის ბავშვს მოსწონს ადრენალინის მატებასთან დაკავშირებული პროცესები და, მის გასართობად, მანქანით სწრაფად მოძრაობენ.
556„Double Cheeseburger“ლუის ანიელოემა რეთბოუნი12 ნოემბერი, 2017 (2017-11-12)4AYB062.18[57]
კეროლი და ფილი იღვიძებენ და აღმოაჩენენ, რომ ძილის დროს კეროლს შვილი უკვე ეყოლა. მას ბეზეკილს არქმევენ. მოგვიანებით კეროლს ეყოლება ბეზეკილის ტყუპი. ერიკა და გეილი ერთმანეთს ხვდებიან და ტოდს სთავაზობენ, გახდეს ბავშვის, დოუნის მომვლელი.
567„Gender Friender“კრისტენ შაალირიჩ ბლომკუისტი19 ნოემბერი, 2017 (2017-11-19)4AYB071.62[58]
ერიკა და გეილი ქორწინდებიან. დედები ცდილობენ შვილების, ხოლო ტოდი – ჯასპერის მოვლას.
578„Not Appropriate for Miners“ჯარედ ჰესიარიელ დიასი და მეგან განზი3 დეკემბერი, 2017 (2017-12-03)4AYB081.90[59]
ჯასპერი კვლავ თვითნებურად იქცევა. ტოდი ცდილობს მის დამშვიდებას. მას შემდეგ, რაც ჯასპერს უკრძალავენ ვიდეო თამაშებით გართობას, იგი ქრება. მისი ძიებისას მიადგებიან დახურულ ციხეს. ესმით რა პოლიციის სიგნალის ხმა, ტოდი და ფილი აღწევენ შენობაში, სადაც იმალება იდუმალი მამაკაცი.
589„Karl“ჯეისონ უოლინერიკასია მილერი7 იანვარი, 2018 (2018-01-07)4AYB09ცნობილი გახდება
ვირუსის გამოჩენამდე კარლ კაუპერთუეიტი არის სერიული მკვლელი. იგი ხვდება ზოის, რომელიც მას ტოვებს. სახლში იგი მაცივარში ინახავს მამაკაცის მოკვეთილ თავს. ძაღლის გასეირნებისას კარლი ხედავს, რომ მის სახლთან პოლიციელები იკრიბებიან და გარბის. თავდაპირველად იგი კლავს ერთ-ერთ გამვლელ მძღოლს, შემდეგ კი მიემგზარება ხუარესში (მექსიკა). იქ იგი განაგრძობს ჩვეული მეთოდით მოქმედებას – ადამიანებს სთავაზობს მათი პორტრეტის დახატვას და მოგვიანებით კლავს. თუმცა, მორიგი მცდელობისას ერთ-ერთი პოტენციური მსხვერპლი აღმოაჩენს მოკვეთილ თავს მის მაცივარში და გარბის. კარლი იმალება მოტელში, სადაც მას საბოლოოდ აპატიმრებენ. ჩვეული მეთოდით მოქმედებით, კარლი ცდილობს ძალადობას ციხეში ყოფნის დროს, მაგრამ ციხის ყველა პატიმარი დროდადრო კვდება ვირუსისგან. საბოლოოდ რჩებიან მხოლოდ კარლი და დარაჯი, მარტინესი. უკანასკნელის მკვლელობის შემდეგ კარლი შენობაში მარტოობაში რჩება. გადის დრო და იგი გადაწყვიტავს, თავი მოიკლას, მაგრამ შორიდან მანქანის სიგნალის ხმა ესმის. პასუხობს რა პოლიციის სიგნალით, იგი შენობაში შერბის. ტოდი და ფილი მას პოულობენ - წვერგაპარსულს, პოლიციის ფორმით.
5910„Paint Misbehavin'“[60]ცნობილი გახდებაცნობილი გახდება14 იანვარი, 2018 (2018-01-14)4AYB10ცნობილი გახდება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ანდრივა, ნელი (თებერვალი 12, 2014). „Fox Orders Will Forte Comedy 'Last Man On Earth' To Series For Midseason 2015“. Deadline.com. ციტირების თარიღი: თებერვალი 20, 2014.
  2. ოუსიელო, მაიკლ. (აპრილი 8, 2015) Last Man on Earth Scores Super-Quick Season 2 Renewal at Fox. TVLine. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 10, 2015. ციტირების თარიღი: აპრილი 8, 2015.
  3. ოუსიელო, მაიკლ. (ივნისი 25, 2015) Fox Premiere Dates: Scream Queens' Big Bow, Bones/Sleepy Combo Lands ოქტომბერი Launch and More. TVLine. ციტირების თარიღი: ივნისი 25, 2015.
  4. სნირსონი, დენ. (მარტი 24, 2016) Last Man on Earth, Brooklyn Nine-Nine renewed. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: მარტი 24, 2016.
  5. ჰოლოუეი, დენიელ. (ივნისი 16, 2016) Fox Sets Fall Premiere Dates for 2016–17 Season. Variety. ციტირების თარიღი: ივლისი 31, 2016.
  6. Andreeva, Nellie. (May 10, 2017) 'Gotham' & 'The Last Man On Earth' Renewed By Fox For Season 4. Deadline. ციტირების თარიღი: May 11, 2017.
  7. Holloway, Daniel. (June 22, 2017) Fox Sets Fall Premiere Dates, Including ‘Empire,’ ‘The Gifted,’ ‘The Orville’. Variety. ციტირების თარიღი: June 22, 2017.
  8. 8.0 8.1 ბაიბელი, სარა. (მარტი 3, 2015) Sunday Final Ratings: 'The Last Man on Earth' & 'Dateline' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-05. ციტირების თარიღი: მარტი 3, 2015.
  9. კონდოლოჯი, ამანდა. (მარტი 10, 2015) Sunday Final Ratings: 'The Last Man on Earth', 'Bob's Burgers', 'Family Guy', 'Brooklyn Nine-Nine' & 'Revenge' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-12. ციტირების თარიღი: მარტი 10, 2015.
  10. ბაიბელი, სარა. (მარტი 17, 2015) Sunday Final Ratings: 'The Last Man on Earth', 'Secrets & Lies', 'Battle Creek' & '60 Minutes' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-18. ციტირების თარიღი: მარტი 17, 2015.
  11. 11.0 11.1 კონდოლოჯი, ამანდა. (მარტი 24, 2015) Sunday Final Ratings: 'The Last Man on Earth' & 'Once Upon a Time' Adjusted Up; '60 Minutes' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-26. ციტირების თარიღი: მარტი 24, 2015.
  12. 12.0 12.1 ბაიბელი, სარა. (მარტი 31, 2015) Sunday Final Ratings: 'Madam Secretary', 'The Good Wife' & '60 Minutes' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-03. ციტირების თარიღი: მარტი 31, 2015.
  13. 13.0 13.1 ბაიბელი, სარა. (აპრილი 14, 2015) Sunday Final Ratings: 'America's Funniest Home Videos' Adjusted Up; 'Madam Secretary', 'The Good Wife' & '60 Minutes' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-16. ციტირების თარიღი: აპრილი 14, 2015.
  14. კონდოლოჯი, ამანდა. (აპრილი 21, 2015) Sunday Final Ratings: 'Once Upon a Time', 'Secrets & Lies', & 'A.D.: The Bible Continues' Adjusted Up; 'ACM Awards', & 'American Odyssey' Adjusted Down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-24. ციტირების თარიღი: აპრილი 21, 2015.
  15. ბაიბელი, სარა. (აპრილი 28, 2015) Sunday Final Ratings: 'Family Guy' Adjusted Up; No Adjustments to 'Once Upon A Time'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-30. ციტირების თარიღი: აპრილი 28, 2015.
  16. კონდოლოჯი, ამანდა. (მაისი 5, 2015) Sunday Final Ratings: 'Family Guy' & 'Secrets and Lies' Adjusted Up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-06. ციტირების თარიღი: მაისი 5, 2015.
  17. დიქსონი, დანი. (სექტემბერი 29, 2015) Sunday Final Ratings: 'Bob's Burgers' Adjusted Down, '60 Minutes' Adjusted Up + 'Sunday Night Football'. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-30. ციტირების თარიღი: სექტემბერი 29, 2015.
  18. პორტერი, რიკ. (ოქტომბერი 6, 2015) Sunday final ratings: 'Blood & Oil,' 'The Simpsons' adjusted up, 'Madam Secretary' adjusted down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-07. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 6, 2015.
  19. პორტერი, რიკ. (ოქტომბერი 13, 2015) Sunday final ratings: 'The Good Wife' and 'Last Man on Earth' adjusted up, plus final NFL numbers. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-13. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 13, 2015.
  20. პორტერი, რიკ. (ოქტომბერი 20, 2015) Sunday final ratings: 'The Good Wife,' 'Madam Secretary' and 'The Simpsons' adjusted up, plus final NFL numbers. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-21. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 20, 2015.
  21. პორტერი, რიკ. (ნოემბერი 5, 2015) Sunday final ratings: 'The Simpsons', 'The Good Wife' and 'Last Man on Earth' adjust up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-08. ციტირების თარიღი: ნოემბერი 3, 2015.
  22. პორტერი, რიკ. (ნოემბერი 10, 2015) Sunday final ratings: 'Family Guy' and 'Once Upon a Time' adjust up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-12. ციტირების თარიღი: ნოემბერი 10, 2015.
  23. პორტერი, რიკ. (ნოემბერი 17, 2015) Sunday final ratings: 'Madam Secretary' adjusts up, 'CSI: Cyber' rises vs. last week. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-18. ციტირების თარიღი: ნოემბერი 17, 2015.
  24. პორტერი, რიკ. (ნოემბერი 24, 2015) Sunday final ratings: AMAs and scripted shows steady, plus final NFL numbers. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-28. ციტირების თარიღი: ნოემბერი 24, 2015.
  25. პორტერი, რიკ. (დეკემბერი 8, 2015) Sunday final ratings: 'Once Upon a Time' and 'The Simpsons' adjust down, 'Quantico' adjusts up. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-10. ციტირების თარიღი: დეკემბერი 8, 2015.
  26. პორტერი, რიკ. (დეკემბერი 15, 2015) Sunday final ratings: 'Blood & Oil' finale adjusts up (not that it matters). TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-18. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2015.
  27. პორტერი, რიკ. (მარტი 8, 2016) Sunday final ratings: 'Madam Secretary' adjusts down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-09. ციტირების თარიღი: მარტი 8, 2016.
  28. პორტერი, რიკ. (მარტი 15, 2016) Sunday final ratings: '60 Minutes' adjusts up, 'Carმაიკლ Show' and 'Hollywood Game Night' adjust down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-16. ციტირების თარიღი: მარტი 15, 2016.
  29. პორტერი, რიკ. (აპრილი 5, 2016) Sunday final ratings: ACM Awards and all scripted shows hold. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-06. ციტირების თარიღი: აპრილი 5, 2016.
  30. პორტერი, რიკ. (აპრილი 12, 2016) Sunday final ratings: 'Once Upon a Time,' 'Simpsons,' 'Quantico' adjust up; 'Carმაიკლ' and 'Crowded' adjust down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-13. ციტირების თარიღი: აპრილი 12, 2016.
  31. პორტერი, რიკ. (აპრილი 19, 2016) Sunday final ratings: 'Once Upon a Time,' 'The Good Wife' adjust up; 'Little Big Shots' and 'Crowded' adjust down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: აპრილი 19, 2016.
  32. პორტერი, რიკ. (აპრილი 26, 2016) Sunday final ratings: 'Once Upon a Time,' 'Simpsons' and all others hold. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-26. ციტირების თარიღი: აპრილი 26, 2016.
  33. პორტერი, რიკ. (მაისი 10, 2016) Sunday final ratings: 'Good Wife' finale adjusts up, 'Once Upon a Time' and 'Carმაიკლ Show' adjust down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-11. ციტირების თარიღი: მაისი 10, 2016.
  34. პორტერი, რიკ. (მაისი 17, 2016) Sunday final ratings: 'Once Upon a Time' finale, everything else hold. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-18. ციტირების თარიღი: მაისი 17, 2016.
  35. პორტერი, რიკ. (სექტემბერი 27, 2016) Sunday final ratings: 'Once Upon a Time' and 'NCIS: LA' adjust up, FOX shows adjust down. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-28. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2016.
  36. პორტერი, რიკ. (ოქტომბერი 4, 2016) 'Family Guy' adjusts up, final NFL numbers: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-05. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 4, 2016.
  37. პორტერი, რიკ. (ოქტომბერი 18, 2016) 'NCIS: LA' adjusts up, 'Simpsons' adjusts down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-19. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 18, 2016.
  38. პორტერი, რიკ. (ოქტომბერი 25, 2016) 'Bob's Burgers' and 'The Simpsons' adjust down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-26. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 25, 2016.
  39. პორტერი, რიკ. (ნოემბერი 8, 2016) 'NCIS: LA' and 'Madam Secretary' adjust up: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-09. ციტირების თარიღი: ნოემბერი 8, 2016.
  40. პორტერი, რიკ. (ნოემბერი 15, 2016) '60 Minutes' adjusts up, 'NCIS: LA' and 'Madam Secretary' adjust down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-16. ციტირების თარიღი: ნოემბერი 15, 2016.
  41. პორტერი, რიკ. (ნოემბერი 22, 2016) 'Family Guy' and 'Bob's Burgers' adjust up, 'NCIS: LA' and 'Elementary' adjust down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-22. ციტირების თარიღი: ნოემბერი 22, 2016.
  42. პორტერი, რიკ. (დეკემბერი 6, 2016) 'America's Funniest Home Videos' adjusts up, '60 Minutes' adjusts down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-07. ციტირების თარიღი: დეკემბერი 6, 2016.
  43. პორტერი, რიკ. (დეკემბერი 13, 2016) 'Simpsons,' 'Son of Zorn,' 'Last Man on Earth' and '60 Minutes' adjust down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-20. ციტირების თარიღი: დეკემბერი 13, 2016.
  44. პორტერი, რიკ. (მარტი 7, 2017) 'NCIS: LA' and 'Time After Time' adjust up: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-08. ციტირების თარიღი: მარტი 7, 2017.
  45. პორტერი, რიკ. (მარტი 16, 2017) 'American Crime' premieres low, 'Chicago Justice' fairly steady: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: მარტი 16, 2017.
  46. პორტერი, რიკ. (მარტი 21, 2017) 'Little Big Shots' adjusts up, 'NCIS: LA' adjusts down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-24. ციტირების თარიღი: მარტი 21, 2017.
  47. პორტერი, რიკ. (მარტი 28, 2017) 'Family Guy' and 'America's Funniest Home Videos' adjust down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-30. ციტირების თარიღი: მარტი 28, 2017.
  48. პორტერი, რიკ. (აპრილი 4, 2017) ‘Little Big Shots’ adjusts up: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-04. ციტირების თარიღი: აპრილი 4, 2017.
  49. პორტერი, რიკ. (აპრილი 25, 2017) ‘Little Big Shots,’ ‘Bob’s Burgers,’ ‘Last Man on Earth,’ ‘AFV’ all adjust up: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-26. ციტირების თარიღი: აპრილი 25, 2017.
  50. პორტერი, რიკ. (მაისი 2, 2017) ‘Chicago Justice,’ ‘America’s Funniest Home Videos’ adjust up: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-03. ციტირების თარიღი: მაისი 2, 2017.
  51. 51.0 51.1 პორტერი, რიკ. (მაისი 9, 2017) ‘The Simpsons’, ‘NCIS: LA’ and other originals unchanged: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-11. ციტირების თარიღი: მაისი 9, 2017.
  52. Porter, Rick. (October 3, 2017) ‘NCIS: LA’ and ’60 Minutes’ adjust up, ‘Wisdom of the Crowd’ and ‘Ten Days in the Valley’ down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2017. ციტირების თარიღი: October 3, 2017.
  53. Porter, Rick. (October 10, 2017) NFL adjusts up, all others unchanged: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2017. ციტირების თარიღი: October 10, 2017.
  54. Porter, Rick. (October 17, 2017) ‘Madam Secretary’ and ‘Wisdom of the Crowd’ adjust down, ’60 Minutes, ‘AFV’ and NFL up: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 26, 2017. ციტირების თარიღი: October 17, 2017.
  55. Porter, Rick. (October 24, 2017) ‘NCIS: LA’ and ‘Shark Tank’ adjust up, ‘Madam Secretary’ adjusts down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 28, 2017. ციტირების თარიღი: October 24, 2017.
  56. Porter, Rick. (November 7, 2017) ‘Family Guy,’ ’60 Minutes’ adjust up, ‘Bob’s Burgers’ and ‘Madam Secretary’ adjust down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2017. ციტირების თარიღი: November 7, 2017.
  57. Porter, Rick. (November 14, 2017) ‘Wisdom of the Crowd’ adjusts down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 14, 2017. ციტირების თარიღი: November 14, 2017.
  58. Porter, Rick. (November 21, 2017) ‘Sunday Night Football’ adjusts up, ’60 Minutes’ and ‘Madam Secretary’ adjust down: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2017. ციტირების თარიღი: November 21, 2017.
  59. Porter, Rick. (December 5, 2017) ‘Sunday Night Football’ adjusts up: Sunday final ratings. TV by the Numbers. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2017. ციტირების თარიღი: December 5, 2017.
  60. (LME-410) "Paint Misbehavin'". The Futon Critic. ციტირების თარიღი: January 8, 2018.