უიტენაგემოტი
უიტენაგემოტი — ანგლოსაქსურ სამეფოებში საერო და სასულიერო წარჩინებულთა საბჭო. უმაღლესი სასამართლო და სათათბირო ორგანო სამეფო კარზე. იხსენიება VI-XI საუკუნეების საბუთებში. უიტენაგემოტი ადასტურებდა მეფის უფლებას ტახტზე, მიწის ბოძებას, გარიგებებს, არჩევდა ომის და ზავის საკითხებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 118.