უილიამ „უილ“ ტერნერ უმცროსი (ინგლ. Will Turner) — უოლტ დისნეის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პერსონაჟი. ცნობილი გახდა ფილმების სერიით, რომელშიც მისი როლი ორლანდო ბლუმმა განასახიერა. პერსონაჟის დებიუტი შედგა ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“.

ფილმებში უილ ტერნერი არის მეკობრეთა ხომალდ „მფრინავი ჰოლანდიელის“ დაწყევლილი კაპიტანი. პერსონაჟი ჩნდება „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პირველ, მეორე, მესამე და მეხუთე ნაწილში. მეხუთე ფილმში მას საკუთარი ვაჟი ხსნის წყევლას პოსეიდონის სამკბილას დახმარებით.

ფილმში უოლ ტერნერის მეუღლე არის მეკობრეთა მეფე ელიზაბეთ სუონი. უილი არის მფრინავი ჰოლანდიელის ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრ ბილ ტერნერის ვაჟი, ხოლო მისი ვაჟია ჰენრი ტერნერი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება