უილისტონი (ინგლ. Williston Lake) — წყალსაცავი ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის ჩრდილოეთში, კანადაში. უილისტონი იკავებს მდინარე პის-რივერის აუზს და მდებარეობს ზღვის დონიდან 671 მ სიმაღლეზე. ფართობი — 1761 კმ², მოცულობა — 74 კმ³. სიგრძე — 251 კმ, სიგანე — 155 კმ. საშუალო სიღრმე — 43,3 მ, უდიდესი სიღრმე — 166 მ.

უილისტონის წყალსაცავი
ინგლ. Williston Lake

უილისტონის ტბა
კოორდინატები: 56°00′ ჩ. გ. 124°00′ დ. გ. / 56.000° ჩ. გ. 124.000° დ. გ. / 56.000; -124.000
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტერიტორიული ერთეული ბრიტანეთის კოლუმბია
ზღვის დონიდან 671
სიგრძე 251 კმ
სიგანე 155 კმ
ფართობი 1761 კმ²
მოცულობა 74 კმ³
სანაპირო ხაზის სიგრძე 1770 კმ
უდიდესი სიღრმე 166
საშუალო სიღრმე 43,3
აუზის ფართობი 72 000 კმ²
ჩაედინება პის-რივერი
გამოედინება პის-რივერი
უილისტონის ტბა — კანადა
უილისტონის ტბა
უილისტონის ტბა — ბრიტანეთის კოლუმბია
უილისტონის ტბა

უილისტონი წარმოქმნის სამ ყურეს: მდინარე პის-რივერის ყოფილ კანიონში და მდინარეების ფინლისა და პარსნიპის ხეობებში. უილისტონი ბრიტანეთის კოლუმბიის უდიდესი წყალსაცავია. იგი იკვებება მრავალი დიდი და პატარა მდინარით.

უილისტონის ტბა შეიქმნა 1968 წელს, როდესაც პის-რივერზე მწყობრში ჩადგა ბენეტის კაშხალი. სანაპიროებზე შექმნილია რამდენიმე პროვინციული პარკი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება