უილიამ ვეინერი (ებრ. ויליאם ויינר; სომხ. Վիլյամ Վայներ;) (დ. 25 ნოემბერი, 1955) — სომეხი-ებრაელი კომპოზიტორი, მევიოლინე და ვოკალისტი; სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (2008); ისრაელის კომპოზიტორთა ლიგის წევრი (2013); ებრაული კულტურული ცენტრის "მენორაჰის" პრეზიდენტი სომხეთში (1994), და ერევნის სახელმწიფო კამერული გუნდის დირექტორი (2018).

უილიამ ვეინერი

დაიბადა25 ნოემბერი, 1955 (1955-11-25) (68 წლის)
ერევანი, სომხეთი, სსრკ
ეროვნებასომეხი
საქმიანობა კომპოზიტორი, მევიოლინე

ბიოგრაფია

რედაქტირება

გამოჩენილი კომპოზიტორი, მევიოლინე და ვოკალისტი უილიამ ვეინერი დაიბადა 1955 წლის 25 ნოემბერს, ებრაულ ოჯახში, ერევანში. მან წარჩინებით დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორია. იქ ყოფნისას, 1974 წლიდან 1979 წლამდე, უილი დადიოდა ვიოლინოს გაკვეთილებზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ჟან ტერ-მერგერიანი. [1] 30 წელი მევილიონე იყო, ხოლო შემდეგ კარიერული გეზი იცვალა და კომპოზიტორი გახდა. [2]

1970-იანი წლებიდან იყო ებრაული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მან ერევანში შექმნა ებრაული საზოგადოება. სომხეთის ისტორიის ყველაზე ბნელ წლებში (1992-1995), ის იყო ამ საზოგადოების ხელმძღვანელი. 1994 წელს ვაინერმა დააარსა ებრაული კულტურული ცენტრი მენორა, რის შედეგადაც ორგანიზდა მის მიერ ინიცირებული და კოორდინირებული მრავალი ფესტივალი, კონცერტი და კულტურული ღონისძიება.

2008 წელს ვილი ვაინერს მიენიჭა სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის კულტურაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 2010 წელს, შემოქმედებითი საქმიანობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ვაინერს მიენიჭა სომხეთის კულტურის სამინისტროს საპატიო დიპლომი სომხეთის კლასიკური მუსიკალური კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 2013 წლიდან ის ისრაელის კომპოზიტორთა ლიგის წევრია. [3] შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვილი ვაინერს გადაეცა სომხეთის კულტურის სამინისტროს ოქროს მედალი ქვეყნის კულტურაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის (2015).

ოჯახის ისტორია

რედაქტირება

ვილი ვაინერის მშობლებს მეორე მსოფლიო ომის დროს, იძულებითი ემიგრაცია მოუხდათ.

1927 წელს, მამის, მაქსიმ ვაინერის ოჯახი ემიგრაციაში წავიდა მშობლიური ქალაქ უმანიდან, უკრაინიდან, შეერთებულ შტატებში. მოგვიანებით, ისინი დასახლდნენ ქალაქ შიედამში როტერდამის მახლობლად, ნიდერლანდებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ 13 წლის განმავლობაში. წიგნი Shadows over Schiedam 2, რომელიც აღწერს ებრაელების ცხოვრებას გერმანიის ოკუპაციის დროს (1941-1945) და დაფუძნებულია ჰოლანდიის მუნიციპალური არქივის მასალაზე, შეიცავს თავს სახელწოდებით "ვეინერები ", სადაც აღწერილია ოჯახის ნიდერლანდებიდან დეპორტაციის ტრაგიკული ისტორია. [4] ბერლინის მახლობლად მდებარე საკონცენტრაციო ბანაკიდან, ვაინერები სომხეთში ჩავიდნენ 1941 წელს. საბჭოთა პასპორტებით, ისინი ევროპის გავლით გადაიყვანეს ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი), სომხეთში. ერევანში, საბურავების ქარხნის უკან მდებარე ციხის ბანაკში, ორთვიანი ყოფნის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ წასულიყვნენ ჩრდილოეთ ყაზახეთში (1941-1946). ოჯახმა სომხეთი ოჯახის უფროსის, უილიამის ბაბუის გარეშე დატოვეს; მას საავადმყოფოში წასვლა მოუწია პერფორირებული კუჭის წყლულის გამო. 1946 წლის შემოდგომაზე ბებია მირიამ ვაინერმა და მისმა ოთხმა შვილმა (მაქსიმ, კლარა, ბრონია და ლიდა) მიიღეს გასვლის ნებართვა და დაბრუნდნენ ერევანში, უილიამის ბაბუის პოვნის იმედით, თუმცა მათი ძალისხმევა უშედეგო გამოდგა.

მაქსიმ ვაინერი და მისი ცოლი, იდა იერუსალიმსკაია, შვილებთან ერთად, ვაჟიშვილ უილიამთან და ქალიშვილებთან ზინაიდასა და მარინასთან ერთად, 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერევანში. 1993 წლის ნოემბერში, ყველა მათგანი, ქალიშვილების ოჯახთან ერთად, ისრაელში გადასახლდნენ, ისინი ცხოვრობდნენ ქალაქ აკკოში. ამჟამად, ვილი ვაინერი ცხოვრობს და მუშაობს მშობლიურ ქალაქ ერევანში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Schaduwen over Schiedam 2. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jean Ter-Merguerian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 29 December 2013
  2. Jewish composer stands tall in Armenia. ციტირების თარიღი: 29 December 2013
  3. William Weiner."William Weiner". Retrieved 29 December 2013.
  4. Bochove, Bas van; Louis, Ser; Noordegraaf, Herman (1996) Schaduwen over Schiedam 2. Schiedam, Netherlands: Fortress Books. ISBN 9070450259.