უილიამ ბუგერო
უილიამ ბუგერო (ფრანგ. William Bouguereau, 30 ნოემბერი, 1825, ლა როშელი — 19 აგვისტო, 1905, ლა როშელი) — ფრანგი მხატვარი, აკადემიზმის წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაბუგერო ბორდოს ღვინის გამყიდველის შვილი იყო. მშობლები ინგლისელი კათოლიკები იყვნენ. უილიამმა მხატვრობა შეისწავლა ბორდოს ფერწერისა და მხატვრობის მუნიციპალურ სკოლაში. 1846 წელს კი პარიზის ხელოვნების სკოლაში, პიკოს სახელოსნოში შევიდა. მალე მან რომის მეორე პრემია მოიპოვა ნახატისთვის Saint Pierre après sa délivrance de prison vient retrouver les fidèles chez Marie (წმინდა პეტრე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მარისთან ხვდება მორწმუნეებს), 1848. 1850 წელს კი რომის მეორე პრემია მიიღო.
1866 წელს ნახატებით მოვაჭრე დურან რუელი ინტერესდება ბუგეროთი და მის კარიერაზე იწყებს ზრუნვას. მოვაჭრის წყალობით ბუგერომ ნამუშევართა უმეტესობა გაყიდა და იმდენად დიდ წარმატებას მიაღწია განსაკუთრებით ამერიკელ მყიდველებში, რომ 1878 წელს, პარიზის საერთაშორისო ექსპოზიციისთვის მისი მხოლოდ თორმეტი ნამუშევრის შეგროვება მოხერხდება, რადგან დანარჩენი ნაწილი კერძო კოლექციონერებზე იყო გაყიდული. ამავე დროს ბუგერომ კონტრაქტი დადო გუპილის საგამომცემლო სახლთან თავისი ნამუშევრების რეპროდუქციების კომერციალიზებისათვის.
მოგვიანებით ბუგერო პარიზის ჟულიანის აკადემიის პროფესორი გახდა. პარიზში ყოველწლიურად ეწყობოდა მისი გამოფენები. მხატვარი მუშაობდა ასევე ჟან ფრანსუა ბართოლონის სასტუმროსა და ბორდოს გრან-თეატრის დეკორაციებზე. 1876 წელს იგი ხელოვენბის აკადემნიის წევრად იქნა არჩეული. მომავალი წელი კი ბუგეროსთვის ტრაგიკული აღმოჩნდა, ჯერ მისი ორი შვილი გარდაიცვალა, შემდეგ კი - მეუღლე.
ხანში შესულმა მხატვარმა მეორედ იქორწინა და ცოლად შეირთო ერთ-ერთი თავისი მოსწავლე, მხატვარი ელიზაბეტ ჟან გარდნერ ბუგერო.
უილიამ ბუგერო გარდაიცვალა 1905 წელს, ლა როშელში.
შემოქმედება
რედაქტირებატილოები
რედაქტირება- დანტე და ვირგილიუსი ჯოჯოხეთში 1850, 281x225 სმ
- ცეკვა (1856), 367x185 სმ., ორსეის მუზეუმი, პარიზი
- მიცვალებულთა დღე, (1859), 147x120 სმ., ხელოვნების მუზეუმი, ბორდო
- გაზაფხული 1866
- პირველი ალერსი 1866
- მკერავი ქალი 1869
- პატარა მაროდელები 1872, 200.5x109 სმ.
- პირველი ამბორი 1873
- ნიმფები და სატირა 1873, 260x180 სმ.
- ჰომეროსი და მისი წინამძღოლი 1874, 209x143 სმ
- კუპიდონი 1875
- ნაკადულის პირას 1875
- Pietà 1876, 230x148 სმ.
- ორი და, 1877
- გულუხვობა, 1878, 196x117 სმ.
- ახალგაზრდა ბოშა გოგოები 1879, 166x99 სმ.
- ვენერას დაბადება 1879, 300x218 სმ, ორსეს მუზეუმი.
- დასვენება 1879, 164x107 სმ.
- გოგონები ეროსისგან იცავენ თავს 1880
- უფალი იესო ქრისტეს გვემა 1880, 210x390 სმ, ლა როშელიოს ხელოვნების მუზეუმი.
- ღამის გუნება, 1882
- კაკლის ხეები 1882, 87.5x134 სმ.
- Alma Parens 1883, 230x140 სმ.
- ყვავილების გვირგვინი 1884
- ვირი 1884 101.5x137 სმ.
- პეპელას სიყვარული 1888, 168x117 სმ.
- მჯდარო მადონა 1888, 176.5x103 სმ.
- მწყემსი ქალი 1889
- პასტორელა 1889, 159x93 სმ.
- ამური და ფსიქეა, ბავშვები 1889, 119.5x71 სმ.
- გაბრიელ კოს პორტრეტი 1890, 45.5x38 სმ.
- ალერსი 1890, 145x91 სმ.
- ბოშა, 1890
- პატარა მწყემსი გოგონა, 1891 155.5x86.5 სმ.
- გულის გაღვიძება, 1892, 160x111 სმ
- უცოდველი, 1893
- ფსიქეას გატაცება, 1895, 209x120 სმ.
- სამხარი, 1895, 115.5x70 სმ.
- ახალგაზრდა მწყემსი ქალი, 1895
- სიყვარული ტკივილი, 1899
- ქალწული ანგელოზებში, 1900, 285x185 სმ., პეტი პალეს მუზეუმი
- ახალგაზრდა მონაზონი, 1902
- მადონა ვარდებში, 1903, 130x90.5 სმ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბუგეროს ბიოგრაფია და სრული გალერეა დაარქივებული 2003-04-08 საიტზე Wayback Machine.
- უილიამ ბუგერო ვებ-მუზეუმში
- ნიმფები და სატირა დაარქივებული 2005-06-14 საიტზე Wayback Machine.
- უილიამ ბუგერო Artcyclopedia-ში