უილიამ ბრედფორდი
უილიამ ბრედფორდი (ინგლ. William Bradford; 14 სექტემბერი, 1755 – 23 აგვისტო, 1795) — პენსილვანიელი იურისტი და მოსამართლე, აშშ-ის მეორე გენერალური პროკურორი.
დაიბადა ფილადელფიაში. 1772 წლამდე სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტში, სადაც დაუმეგობრდა ჯეიმზ მედისონს. 1776 წელს მოხალისედ ჩაეწერა პენსილვანიის მილიციის რაზმში. მილიცაიაში მსახურობის ვადის გასვლის შემდეგ კონტინენტალურ არმიას შეუერთდა, მისი სამხედრო წოდება მაშინ კაპიტანი იყო. მონაწილეობა მიიღო ტრენტონის ბრძოლაში. 1779 წელს ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ სახლში დაბრუნდა.
წარმატებული კარიერის შემდეგ, 1791 წელს დანიშნეს პენსილვანიის უზენაესი სასამართლოს დავმჯდომარედ. 1793 წელს ბრედფორდისა და გუბერნატორ თომას მალფინის ინიციატივით პენსილვანიაში გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ამ მაგალითს მიმართეს სხვა შტატების ხელმძღვანელებმაც. 1794 წლის 8 იანვარს ჯორჯ ვაშინგტონმა ბრედფორდი დანიშნა იუსტიციის მინისტრად, ედმუნდ რენდოლფის ადგილზე.
ბრედფორდი გარდაიცვალა 1795 წელს, დაკრძალულია ქალაქ ბარლინგტონში (ნიუ ჯერსი). პენსილვანიის ერთ ერთ ოლქს, ბრედფორდის ოლქს, მის პატივსაცემად დაერქვა სახელი.