უილა ბეატრის ბრაუნი (დ. 22 იანვარი, 1906 — გ.18 ივლისი, 1992) — ამერიკელი მფრინავი, ლობისტი, მასწავლებელი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი.[1] ამერიკის შეერთებულ შტატებში ის იყო პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელმაც მიიღო მფრინავის ლიცენზია.[2] მას ასევე ჰქონდა მექანიკოსის ლიცენზია.[3] მთელი ცხოვრების მანძილზე იცავდა გენდერულ და რასობრივ უფლებებს საავიაციო და სამხედრო სფეროში. ბრაუნი ლობირებდა აშშ-ს მთავრობას, რათა გაეერთიანებინა აშშ-ს სამხედრო საავიაციო კორპუსი და ხელი შეეწყო აფრო-ამერიკელების სამოქალაქო მფრინავთა პროგრამაში(CPTP) ჩართულობას. მან კორნელიუს კოფთან ერთად დააარსა კორნელიუს კოფის აერონავტიკის სკოლა, რომელიც იყო პირველი კერძო საწვრთნელი აკადემია მფრინავებისთვის აშშ-ში, რომელიც დააარსა აფრო-ამერიკელმა. უილა ავარჯიშებდა ასობით მფრინავს, რომელთა უმეტესობა შემდგომში აფრო-ამერიკელი სამხედრო მფრინავები გახდნენ.[4]

უილა ბრაუნი

ლეიტენანტი ბრაუნი აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის პატრულის რიგებში
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1906
გლაზგო, კენტუკი
გარდაცვალების თარიღი 18 ივლისი, 1992
ჩიკაგო, ილინოისი
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მფრინავი, ლობისტი, აქტივისტი, მასწავლებელი
ცნობილია როგორც ადამიანის უფლებების დამცველთა ლიდერი, აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის პატრულის პირველი აფრო-ამერიკელი ოფიცერი, პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელიც იყო აშშ-ს კონგრესის წევრობის კანდიდატი
მეუღლე(ები) უილბარ ჰარდევეი
კორნელიუს კოფი
რევ ჩაპელი

1945 წელს როდესაც კოფის სკოლა დაიხურა ბრაუნი მაინც აქტიურად იყო ჩართული ჩიკაგოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. 1945 წელს როდესაც კოფის სკოლა დაიხურა ბრაუნი მაინც აქტიურად იყო ჩართული ჩიკაგოს პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ის ატარებდა ფრენებს სკოლის მოსწავლეებისთვის. სამჯერ იყო კონგრესის წევრობის კანდიდარი (1967, 1948 და 1950 წლებში). 1971 წლამდე ასწავლიდა ჩიკაგოს საჯარო სკოლაში, შემდგომ, 65, წლის ასაკში პენსიაზე გავიდა. ის ჩიკაგოს უესტსაიდის საზოგადოების ეკლესიის აქტიური წევრი იყო.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

უილა ბრაუნი დაიბადა კენტუკის შტატის ქალაქ გლაზგოში. 1927 წელს დაამთავრა ინდიანას შტატის პედაგოგთა კოლეჯი და აიღო ბიზნესის ბაკალავრის დიპლომი. შემდგომ, 1937 წელს, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტისგან აიღო მაგისტრატურის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.

თავდაპირველად ის საშუალო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა ინდიანას შტატის ქალაქ გერიში, შემდგომ სოციალურ მუშაკად ჩიკაგოში, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მუდამ ფიქრობდა, რომ სათანადოდ ვერ იყენება თავის შესაძლებლობებს. იგი მუდამ ეძებდა უფრო რთულ და საინტერესო გამოწვევებს და თავგადასავლებს ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ იბრძოდა იმისათვის, რომ დაერღვია კარიერული საზღვრები, რომლებიც ხშირად დაწესებული იყო აფრო-ამერიკელებისთვის.

ავიაციის სფერო

რედაქტირება
 
ახალგაზრდა უილა ბრაუნი აეროდრომზე

უილამ მფრინავის კარიერა აირჩია და ფრენის შესწავლა დაიწყო კორნელიუს კოფთან ერთად, რომელიც იყო სერთიფიცირებული ფრენის ინსტუქტორი, ასევე საავიაციო მექანიკის ექსპერტი და მუშაობდა ჩიკაგოს ერთ-ერთ აეროპორტში, რომელიც დაყოფილი იყო რასობრივი ნიშნით. 1938 წელს უილა გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც მიიღო კერძო მფრინავის ლიცენზია. მოგვიანებით ბრაუნი და კოფი დაქორწინდნენ და დააარსეს კოფის აერონავტიკის სკოლა ჩიკაგოს ჰარმელის აეროპორტში, სადაც ისინი შავკანიან მფრინავება და საავიაციო მექანიკოსებს წვრთნიდნენ.

1939 წელს კორნელიუს კოფთან და ენოხ უატერსთან ერთად უილა ბრაუნმა დააარსა ამერიკის ეროვნულ მფრინავთა ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანი იყო შავკანიანი საავიაციო კადეტები გამხდარიყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი სამხედროები. როგორც ორგანიზაციის ეროვნული მდივანი და ჩიკაგოს ფილიალის პრეზიდენტი ბრაუნი გახდა რასიზმის მოწინააღმდეგე აქტივიტი, რომელიც იბრძოდა შავკანიანთა უფლებებისთვის.

ბრაუნი მუდმივად ლობირებდა მთავრობას, რათა შავკანიანი მფრინავებს შესაძლებლობა მისცემოდათ გაწევრიანებულიყვნენ საჰაერო არმიაში და ასევე მონაწილეობა მიეღოთ სამოქალაქო მფრინავების მომზადების ფედერალურ პროგრამაში (CPTP), რომელიც ჩამოაყალიბეს სამოქალაქო აერონავტიკის ოფიციალურმა ორგანოებმა, რათა საგანგებო სიტუაციებში მფრინავები სწორად ყოფილიყვნენ მომზადებულნი. საბოლოოდ კონგრესმა მისცა ხმა იმას, რომ შავკანიანებს მონაწილეობა მიეღოთ სამოქალაქო ფრენების საწვრთნელ პროგრამაში და სწორედ კოფის აერონავტიკის სკოლა აირჩიეს CPTP-ში მონაწილეობისთვის.

ბრაუნი გახდა CPTP -ის კოორდინატორი ჩიკაგოში. შემდეგ აშშ-ს არმიამ მისი საავიაციო სკოლიდან აირჩია შავკანიანი მფრინავები, რომლებიც ჩაერთნენ ტასკიგის ინსტიტუტის საჰაერო კორპუსის მფრინავთა სასწავლო პროგრამაში.

უილა ბრაუნი გახდა საომარი წვრთნების კოორდინატორი და შემდგომ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ქალთა მრჩეველთა საბჭოს წევრი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ის იყო სამოქალაქო საჰაერო პოლიციის პირველი შავკანიანი ქალი ოფიცერი, რომელიც ასევე ფლობდა კერძო მფრინავის ლიცენზიას.[5]

2010 წელს ბრაუნს ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსეული კურსდამთავრებულის წოდება მიანიჭეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gubert, Betty Kaplan. Willa Brown. Oxford University Press. ციტირების თარიღი: 9 September 2017.
  • Freydberg, Elizabeth Amelia Hadley. Aviation. Houghton Mifflin Company. ციტირების თარიღი: 9 September 2017.
  1. „Brown, Willa“, American National Biography. Oxford University Press.  Subscription needed.
  2. Davis, Edmond. Brown, Willa B. (1906–1992). ციტირების თარიღი: 2016-02-09
  3. Freydberg, Elizabeth Hadley (1994). „Brown, Willa Beatrice (1906–1992)“, Black Women in America: An Historical Encyclopedia. Bloomington: Indiana University Press, გვ. 184–185. ISBN 0-253-32774-1. 
  4. Kelli Grant. Our History | 99s in Aviation History | Women in Aviation. ციტირების თარიღი: February 9, 2016
  5. USAF Factsheet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-22. ციტირების თარიღი: 2021-09-24.