უესელის კუნძულები
უესელის კუნძულები (ინგლ. Wessel Islands) — კუნძულების ჯგუფი არაფურის ზღვაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Wessel Islands | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | არაფურის ზღვა |
კოორდინატები | კოორდინატები: 11°30′ ს. გ. 136°25′ ა. გ. / 11.500° ს. გ. 136.417° ა. გ. |
მთავარი კუნძული | მარჩინბარი |
უმაღლესი წერტილი | 130 მ |
ტერიტორია | ჩრდილოეთი ტერიტორია |
გეოგრაფია
რედაქტირებაუესელის კუნძულები მდებარეობს ნახევარკუნძულ არნემ-ლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ყველაზე დიდი კუნძულია — კუნძული მარჩინბარი (ინგლ. Marchinbar Island). დანარჩენი კუნძულებია — ელჩო (ინგლ. Elcho Island), რიმბიჯა (ინგლ. Rimbija Island), გულუვურუ (ინგლ. Guluwuru Island), რარაგალა (ინგლ. Raragala Island), სტივენსი (ინგლ. Stevens Island), ბურგუნგურა (ინგლ. Burgunngura Island), ჯეერგარეე (ინგლ. Djeergaree Island), იარგარა (ინგლ. Yargara Island), დრისდეილი (ინგლ. Drysdale Island), ჯირგარი (ინგლ. Jirrgari Island), გრეჰემი (ინგლ. Graham Island), ელჯერი (ინგლ. Alger Island), აბოტი (ინგლ. Abbott Island) და ჰაუარდი (ინგლ. Howard Island).
კუნძულები წარმოადგენენ გრძელი და ვიწრო კუნძულების ჯაჭვს. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილი აღწევს 130 მეტრს და მდებარეობს კუნძულ რარაგალაზე. კუნძულების ქვეშ ქანების ჯიშები შედგება კამბრიული სისტემის დანალექებისაგან. დაფარულია მწირი მცენარეულობით.
ისტორია
რედაქტირებაკუნძულები აღმოაჩინეს ნიდერლანდელებმა 1636 წელს, რომლებმაც კუნძულებს სახელი დაარქვეს მათივე გემის პატივსაცემად.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაკუნძულები ადმინისტრაციულად შედის ავსტრალიის შტატის ჩრდილოეთი ტერიტორიის შემადგენლობაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუნძულის აღწერა დაარქივებული 2007-10-27 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)