უელშ-ტერიერი (ინგლ. Welsh Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია უელსში XVIII საუკუნეში.

უელშ-ტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 9-10 კგ.
სიმაღლე 36-39 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

1760-იან წლებში უელსში მიღებული უელშ-ტერიერი, შესაძლოა, ერთ დროს ჩვეულებრივი, მაგრამ უკვე გადაშენებული ძბელინგლისური უხეშბალნიანი შავ-ხორბლისფერი ტერიერის შთამომავალია. მხიარულ, მაგრამ ჯიუტ უელშ-ტერიერს აუცილებლად სჭირდება მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვები. ჩრდილოეთ ამერიკაში უფრო პოპულარული, ვიდრე საკუთარ სამშობლოში, ძლიერი და კომპაქტური უელში იდეალური ოთახის ძაღლია. თუმცა დღემდე სოფლად წარმატებებით გამოიყენება მღრღნელების გასანადგურებლად.

უელშ-ტერიერის გაწვრთნა ადვილია, თუმცა, პირველი შესაძლებლობისთანავე მაინც ჩაერთვება ძაღლების ნებისმიერ ჩხუბში. უელშ-ტერიერი ადვილად უძლებს სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგი მოდარაჯეა. აქვს ხშირი, მავთულისებრი ბალანი, გრძელი დრუნჩი, საკმაოდ განიერი კისერი. მაგარ კბილებზე იშვიათად ჩნდება კბილის ქვა. ხშირ წვერს, რომელშიც საჭმლის ნარჩენები რჩება, მუდმივი მოვლა სჭირდება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: