უდაბნოს შავი მიწის გორასამარხების ველი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

უდაბნოს შავი მიწის გორასამარხების ველი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, უდაბნოს მთების ძირში, უდაბნოს ყოფილი მეცხვარეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე. ე.წ. შავი მიწის ველზე. განეკუთვება ძვ.წ II ათასწლეულის შუა ხანებს.

სამაროვანზე 1982-1984 წლებში კახეთის არქეოლიგიური ექსპედიციის უდაბნოს რაზმმა (ხელმძღვანელი დ. ევავაძე) აღმოაჩინა 18 გორასამარხი, რომელთა ყრილები ძლიერ იყო დაზიანუბილი მიწის სამუშაოების დროს. გაითხარა ხუთი ქვაყრილიანი და ქვამიწაყრილიანი გორასამრხი (დიამტერი 8 მეტრიდან 16 მეტრამდე; სიმაღლე - 30-იდან 80 სანტიმეტრამდე). ყრილის ცენტრაულრი ნაწილის ქვეშ ძველი ველის დონიდან 1-1,30 მეტრი სიღრმეზე, გამართული იყო ქვიშაქვის ერთი ან რამდენიმე ფილით გადახურული, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით დამხობილი სამრხი ორმო. რამდენიმე სამარხში მიცვალებულის დაკრძალვის წესის დადგენა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა თავის ქალა და ადამიანის მიმოფანტული ძველბი, რომელთა ნაწილი ჭურჭელზე ეწყო, ნაწილი კი - ჭურჭლის ქვეშ. დანარჩენ სამარხებში მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდილო-დასავლეთით ან დასავლეთით.

სამარხებში აღმოჩნდა, როგორც ხელით ნაძერწი, ისე ჩარხზე დამზადებული თიხის ჭურჭელი: ქოთნები, ქვაბქოთნები, ქილები და ჯამები. ჭურჭლის დიდი ნაწილი ფრაგმენტულად არის წარმოდგენილი. დამზადებულია მსხვილ მარცვლიანი ქვიშანარევი, ან კარგად განლექილი თიხით. ზოგჯერ კეცს ურევია თეთრი ან ოფსიდიანის მინარები. გამომწვარია შავად, მუქყავისფრად, ლეგა ნაცრისფრად, მოწაბლიაფროდ ან მოვარდიაფროდ - შავი ლაქებით. ჭურჭელი შემკულია სხვადასხვანაირი ორნამენტით: სავარხლის კბილის შტამპით შესრულებული. თავშექცევით დატანილი სამკუთხედების ორი რიგით, კიდეებით ერთმანეთზე მიერთებული, წვეროთი ქვემოთ მიმართული, ამოღარული ხაზით შევსებული სამკუთხედებით. ორი პარალელური, ამოღარული ხაზით, რომელთა შორის ირიბი ნაჭდევებია დატანილი, ორი პარალელური, წერტილოვანი ხაზით, რომელიც იწყება ჭურჭლის ყელთან და სპირალისებრად ეშვება ჭურჭლის ფსკერისაკენ. ამოღარულ დატეხილ ხაზებს შორის შტამპით დატანილი ორფა, ტეხილი ხაზითა და ჰორიზონტალურად განლაგებული, კაუჭისმაგვარი ორნამენტის ერთი რიგით.

ერთ-ერთ სამარხში გამოვლინდა ცხვრის ძველები. სამაროვანზე მოპოვებულია ბრინჯაოს მხოლოდ ერთი ნივთი - სატევარი, რომელსაც ყუნწზე ნახვრეტი აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება