უდაბნოს მრავალთავი

უდაბნოს მრავალთავიIX საუკუნის ქართული ხელნაწერი, გადაწერილია შატბერდში. ხელნაწერი აკაკი შანიძემ 1920 წელს ჩამოიტანა უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მონასტრიდან თბილისში. მანვე იპოვა ამ ხელნაწერის რამდენიმე ფრაგმენტი, ერთი ფურცელი ცალკე ფურცლად დაცული იყო საეკლესიო მუზეუმის ფონდში (№ 713), რვა ფურცელი კი ინახებოდა ა. გრენის პირად კოლექციაში (H-2097). ხელნაწერი ნაკლულია და შემორჩენილია მხოლოდ თავდაპირველი წიგნის ერთ მეოთხედზე ცოტა მეტი. დღეს ხელნაწერი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში ინახება (A-1109).

ამჟამად ხელნაწერი 178 ფურცელს შეიცავს. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, გადაწერილია ასომთავრულით. მოღწეული ნაწილიდან ზოგიერთი ფრაგმენტი ძნელად ან საერთოდ არ იკითხება. უდაბნოს მრავალთავი უძველესია იმ ხელნაწერთა შორის, რომელიც აბოს წამების ტექსტს შეიცავს, თუმცა, ეს მონაკვეთიც დაზიანებულია.

ხელნაწერი აღმოაჩინა დიმიტრი ბაქრაძემ 1873 წლის 20 სექტემბერს, მასვე ეკუთვნის პირველი ცნობა ხელნაწერის შესახებ 1878 წელს[1], თუმცა მან ძეგლის რაობა ვერ გაარკვია. შემდგომში ხელნაწერს იკვლევდნენ აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, მ. ჯანაშვილი, ილია აბულაძე, მიშელ ვან ესბროკი, ზ. ჭუმბურიძე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, 1990, გვ. 144–145
  • ა. შანიძე, უდაბნოს მრავალთავი, 1994, გვ. 7
  1. Д. Бакрадзе, Археологические путешествие по Гурии и Адчаре, გვ. 239–241