უაუტლა
უაუტლა (ესპ. Sistema Huautla) — კარსტული მღვიმე სამხრეთ მექსიკაში, ოახაკის შტატში. მდებარეობს სიერა-მასატეკის ქედზე, ქალაქ ორისაბიდან სამხრეთით 80 კმ-ში. წარმოადგენს ვერტიკალური ტიპის ლაბირინთს, რომელიც წარმოქმნილია რამდენიმე მღვიმის შეერთებით: სან-აგუსტინი (შესასვლელი ზღვის დონიდან 1750 მ), ლი-ნიტა (2110 მ), ლა-გრიეტა (1860 მ), ნიტა-ნანტა (2237 მ) და სოტანო-დელ-რიო-იგლესია. უაუტლა მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კარსტული მღვიმეა. მღვიმური სისტემის სიგრძე შეადგენს 64,2 კმ-ს, ხოლო სიღრმე 1545 მ-ს.[1] საერთო ჯამში აქვს 21 შესასვლელი.[2] მიწისქვეშეთში მოგზაურთათვის უაუტლა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მღვიმურ სისტემას წარმოადგენს. მღვიმის ფსკერულ ნაწილში მდებარეობს სიფონების სერია, რომლებშიც შესრულებულია რიგი ურთულესი ჩაშვება.[3]
უაუტლა | |
---|---|
კოორდინატები: 18°07′ ჩ. გ. 96°49′ დ. გ. / 18.117° ჩ. გ. 96.817° დ. გ. | |
ქვეყანა | მექსიკა |
ტერიტორიული ერთეული | ოახაკის შტატი |
სიგრძე | 64,2 მ |
სიღრმე | 1545 მ |
აღმოჩენის წელი | 1960-იანები |
სირთულის კატეგორია | 21 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sistema Huautla Becomes Deepest Cave in the Western Hemisphere. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-25. ციტირების თარიღი: 2018-01-11.
- ↑ About Sistema Huautla — Proyecto Espeleológico Sistema Huautla
- ↑ Экспедиция "Святой Августин-94"