უარის კულტურა
(გადამისამართდა გვერდიდან უარი (კულტურა))
უარის კულტურა — ინკებამდელი ცივილიზაცია პერუში („შუა ჰორიზონტი“). გავრცელებული იყო თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე და მოიცავდა წყნარი ოკეანის სანაპიროსა და ცენტრალურ ანდებს. არსებობდა ძვ. წ. 500 — ახ. წ. 900 წწ–ში. კულტურისათვის დამახასიათებელი ძეგლები აღმოჩენილია ქალაქების კინუასა და ჩიკლაიოს მახლობლად. კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია ტორო-მუერტოს პეტროგლიფები. მთავარი ქალაქი იყო უარი, რომელიც მდებარეობდა დღევანდელ ქალაქ აიაკუჩოს მახლობლად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Pachacamac.PeruCultural.org.pe დაარქივებული 2011-07-02 საიტზე Wayback Machine. (museo del sitio arqueológico de Pachacamac).
- Artículo sobre la herencia Wari.