უანაკა (ინგლ. Lake Wanaka) — ტბა ახალ ზელანდიაში, ოტაგოს რეგიონში, სამხრეთ კუნძულზე, ზღვის დონიდან 300 მეტრზე. 192 კმ² ფართობით იგი მეოთხე უდიდესი ტბაა ახალ ზელანდიაში.[1] სიღრმე დაახლოებით 300 მეტრია. ტბის ნაპირზე გაშენებულია თავისივე სახელწოდების ქალაქი უანაკა.

უანაკას ტბა
Lake Wanaka
კოორდინატები: 44°30′ ს. გ. 169°08′ ა. გ. / 44.500° ს. გ. 169.133° ა. გ. / -44.500; 169.133
მდებარეობა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე ზღვის დონიდან 300 
სიგრძე 42 კმ
სიგანე 10 კმ
ფართობი 192 კმ²
საშუალო სიღრმე 300 
გამომდინარე მდინარე კლუთა
უანაკა — ახალი ზელანდია
უანაკა

უანაკა მდებარეობს ოტაგოს ტბების შუაგულში, სამხრეთ კუნძულის ქვედა ნაწილში. აღმოსავლეთ ნაპირთან რელიეფი მთიანია, მაგრამ მწვერვალები საკმაოდ დაბალია. დასავლეთ ნაპირთან კი აღმართულია ზღვის დონიდან 2 000 მეტრიანი მწვერვალები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Lake Wanaka (from the Tourism New Zealand website)