უაინაპუტინა
უაინაპუტინა (ესპ. Huaynaputina, კეჩ. ახალგაზრდა ვულკანი) — სტრატოვულკანი სამხრეთ პერუს ვულკანურ მთიანეთში. ვულკანს არ გააჩნია მთის აშკარა მახასიათებლები, მაგრამ აქვს ფართო ვულკანური კრატერის ფორმა. აწარმოებს დიდი რაოდენობით კალიუმს, ანდეზიტსა და დაციტს.[1] 1600 წლის 19 თებერვალს, იგი კატასტროფულად აფეთქდა (ვულკანური აფეთქების ინდექსით VEI—6 ბალი), რაც უდიდესი ამოფრქვევა იყო მთელი სამხრეთ ამერიკის ისტორიაში. ამოფრქვევას მოჰყვა მოვლენათა მთელი სერია მარტში.
უაინაპუტინა | |
---|---|
კოორდინატები: 16°36′30″ ს. გ. 70°51′00″ დ. გ. / 16.60833° ს. გ. 70.85000° დ. გ. | |
ქვეყანა | პერუ |
სიმაღლე | 4850 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1600 წ. |
დამტკიცებულია, რომ ამ ამოფრქვევამ მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილებები გამოიწივია ე. წ. „პატარა გამყინვარების ხანაში“.
გეოგრაფია და სტრუქტურა
რედაქტირებაუაინაპუტინა პერუს სამხრეთში, მოკეგუას რეგიონში მდებარეობს, ქალაქ არეკიპიდან 80 კმ-ში. მიეკუთვნება ცენტრალურ ვულკანურ ზონას — ანდების სეგმენტს, რომელიც გადაჭიმულია პერუსა და ჩილეს გასწვრივ.[2] მიუხედავად იმისა, რომ ვულკანი ზღვის დონიდან 4 800 მეტრზე მდებარეობს, მას პატარა ამოზნექილობა გააჩნია, 1 000 მეტრზე ნაკლები. იგი აღმართულია ნალის ფორმის 2,5 კმ სიგანის კრატერში,[3] რომელიც ასევე მოიცავს სამ 100 მ სიღრმის კონუსს, რომლებიც წარმოიქმნა 1600 წლის ამოფრქვევის მტვრის ნალექებისგან.
ისტორია
რედაქტირებაამერიკის ესპანურ კოლონიზაციამდე, რეგიონის ისტორიაზე ბევრი რამ არაა ცნობილი. მაგრამ ცნობილია, რომ ადგილობრივები მთაზე რიტუალურად სწირავდნენ მსხვერპლად ადამიანებსა და ცხოველებს. მას შემდეგ, რაც ესპანელებმა კათოლიციზმი შეიტანეს და მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბოლო მოეღო, 1600 წლის ამოვრქვევას ადგილობროვები სწორედ მსხვერპლის ნაკლებობას მიაწერდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ამან სიკვდილის ღმერთი სუპაი განარისხა.[4]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Science News on tie to Russian famine დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine.
- The 1600 eruption of Huaynaputina in Peru caused global disruption დაარქივებული 2010-04-28 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Geochemistry of Huaynaputina Volcano, Southern Peru. Third ISAG. ციტირების თარიღი: 2009-02-18.
- ↑ Oliver, et. al., გვ. 609.
- ↑ McCoy and Heiken, გვ. 16.
- ↑ McCoy and Heiken, გვ. 17.