სატრანსპორტო რიბონუკლეინის მჟავა
(გადამისამართდა გვერდიდან ტ-რნმ)
სატრანსპორტო რიბონუკლეინის მჟავა, ტ-რნმ — რიბონუკლეინის მჟავა, რომლის ფუნქციაც არის ამინომჟავების ტრანსპორტირება ცილის ბიოსინთეზის ადგილზე. აქვს ტიპური სიგრძე 73-დან 93 ნუკლეოტიდამდე და ზომები დაახლოებით 5 ნანომეტრი. ტ-რნმ აგრეთვე უშუალო მონაწილეობას იღებს პოლიპეპტიდური ჯაჭვის დაგრძელებაში. იგი უერთდება ი-რნმ-ის კოდონს, რომელიც კომპლექსში ამინომჟავასთან ერთადაა, და ახალი პეპტიდური ბმის წარმოსაქმნელად საჭირო კომპლექსის კონფორმაციას უზრუნველყოფს.