ტყობა-ერდი
ტყობა-ერდი, თხაბა-იერდის ეკლესია (ინგუშ.: ТкъобIa–Ерды) — შუა საუკუნეების ქართული ტაძარი ინგუშეთში, ჯეირაჰ-ასინის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე. ნასოფლარ ხაირახიდან 200–300 მეტრის დაშორებით.
ძეგლი პირველად აღწერა რუსეთის არმიის კვარტერმეისტერმა შტედერმა 1781 წელს[1]. ნანგრევები მოიცავს ოთხ ძირითად სამშენებლო ფენას, რომელთაგან პირველი მე-9-10, ხოლო უკანასკნელი მე-15-16 საუკუნეებს განეკუთვნება. ტყობა-ერდი ერთ-ერთია იმ ტაძართაგან რომელიც ქართველმა მისიონერებმა ააგეს ვაინახურ ტომებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად. იგი თავდაპირველად სამეკლესიიანი ბაზილიკა იყო, ტიპური შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისთვის. გვიანდელ დეტალებში შეინიშნება აგრეთვე ადგილობრივი ხუროთმოძღვრული ტრადიციის კვალიც. შემორჩენილია რელიეფური გამოსახულებების, ორნამენტების და ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.
ტაძარი შეტანილია რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში, თუმცა ჩეჩნეთის მეორე ომის დროიდან მახლობლად განლაგებული რუსეთის სამხედრო პოლიგონი და სამხედროთა უდიერი მოპყრობა ადგილობრივი სიძველეებისადმი დიდ საფრთხეს უქმნის ტყობა-ერდის, რის წინააღმდეგაც არაერთხელ გამოსულან ინგუში პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, თუმცა უშედეგოდ.
გალერეა
რედაქტირება-
ტაძრის ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. ფოტ. ლ. როგოზინსკი
-
სარკმელი ტაძრის სამხრეთ ფასადზე
-
ტაძრის გალავნის შესასვლელი
-
სარკმელი ტაძრის სამხრეთ ფასადზე
-
ბარელიეფი ქართული ასომთავრული წარწერით ტაძრის დასავლეთ ფასადზე
-
ტყობა-ერდის ტაძრის კარნიზი
-
საერთო ხედი
-
ტაძრის გეგმა
-
ტაძრის ჭრილი სიგრძეზე
-
ბარელიეფები
-
ტაძრის სამხრეთი შესასვლელი
ლიტერატურა
რედაქტირება- „ა. ქალდანი, „ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 78 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1987 წელი. — გვ. 15
- „ლ. ხიმშიაშვილი, მ. ანთაძე, „ტყობა–ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები““, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 26 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1971 წელი. — გვ. 65-75
- Хевсаков, Владимир Владимирович. Генезис религиозных воззрений ингушей: Дис. канд. ист. наук: 07.00.02 დაარქივებული 2007-10-14 საიტზე Wayback Machine. . Владикавказ, 2004.
- В. Миллер, „Археологические наблюдения в области Чеченцев“ (Мат. по археологии Кавказа), вып. 1, Москва, 1889 г., Т 12. ст. 8-24.
- Д. Бакрадзе, (Мат. по археологии Кавказа), вып. 1, Москва, 1909 г., Т 12. ст. 25.
- Г. К. Мартиросян, Нагорная Ингушетия (Изв. ингуш. научно-ислед. института краеведения, Владикавказ, 1928 г., ст. 46-48.
- მ. ჯანაშვილი, „შესანიშნავი ნაშთი“, ივერია, 1895 წ., № 132.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტყობა-ერდის ეკლესია დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ტყობა-ერდის ეკლესია (საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხის ურთიერთობა ტყობა-ერდის ეკლესიის მაგალითზე) დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- М. Озиев. Памятники Ингушетии: Храм Тхаба- Ерды დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine. . Ingushetiya.ru. 2007.
- Горная Ингушетия: у подножия храма вновь гремят орудия დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. . Ingushetiya.ru. 2007.
- Г.Г. Гамбашидзе - Из истории связей Грузии Ингушетии в средние века დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. .