ტყის ფარსმანდუკი (ლათ. Achillea biserrata) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ღერო მარტივია, სწორი, სიმაღლე – 30-100 სმ, მთელი მცენარე შიშველია ან თხლად შებუსული, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ხაზურ-ლანცეტა ფორმისაა, წაწვეტებული, ორმაგ-ბასრხერხკბილა. ყვავილედი კალათია, რომლებიც ფარისებურ ყვავილედებადაა შეკრებილი. ყვავილები თეთრია. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, ტყისპირებსა და ველობებზე. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიასა და მცირე აზიას.

ტყის ფარსმანდუკი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ფარსმანდუკი
სახეობა:  ტყის ფარსმანდუკი
ლათინური სახელი
Achillea biserrata M.Bieb.

ლიტერატურა

რედაქტირება