ტყის ბალბა
ტყის ბალბა (ლათ. Malva sylvestris) — 10-100 სმ სიმაღლის ერთ, ორ ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო დატოტვილია, სწორად მდგომი, შიშველია ან მეტ-ნაკლებად სქლად მოფენილი მარტივი ან ორკაპისებური ბეწვებით. ფოთლები გრძელყუნწიანია, მომრგვალოთირკმლისებური, 5-7 მრგვალკბილა ნაკვთებით. ყვავილები იღლიურია, 2-5 ერთად არის განლაგებული ღეროს ზედა ნაწილში. გვირგვინი იისფერია. იზრდება ტყის ქვედა და შუა სარტყლებში – ბუჩქნარებში, ნათელ ტყეებსა და რუდერალურ ადგილებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.
ტყის ბალბა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Malva sylvestris L. | ||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილი
-
ფოთლები
-
თესლები
-
ნაყოფი
-
ილუსტრაცია
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 492.