ტყემლოვანის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ტყემლოვანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ტყემლოვანში. ეკლესია ხუროთმოძღვრული მონაცემებიდან გამომდინარე, X საუკუნით თარიღდება.

ტყემლოვანის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი დარბაზული ეკლესია
თარიღდება X საუკუნე

ეკლესია საშუალო ზომის დარბაზული ტიპის ძეგლს წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით. ტაძარი ნაშენია ბაზალტის ფერადოვანი ქვით, რაც მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზევით ვიწრო თაღოვანი სარკმლის თავსართის ფილას გასდევს ერთსტრიქონიანი დაქარაგმებული მხედრული წარწერა: ქო შლინი კე გი შე წე. ვალერი სილოგავა ამ სავედრებელ წარწერას შემდეგი სახით კითხულობს:

ვიკიციტატა
„ქ (უფალო), შ(ვი)ლინი!) კ(რიკ)ე, გ(იორგ)ი, შე(ი)წ(ყალ)ე.“

ამავე სამხრეთ კედლის ზედა ფილაზე გამოსახულია მცირე ზომის რელიეფური ჯვარი. ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმელის თავსართის ქვები ძირს არის ჩამოვარდნილი. მეორე, სრულიად შემონახულ ფილაზე ორი საერო პირის მიერ ჯვრის აღმართვის სცენაა გამოსახული. კომპოზიციის ცენტრში ფართომკლავებიანი ჯვარია ამართული. ჯვრის მკლავებთან ფრონტალურად ერთმანეთის მსგავსი ფიგურები დგანან. ორივეს ცალი ხელი დოინჯით აქვს წელზე შემოდებული. მეორე ხელით კი ჯვრის ტარი უჭირავთ. დ. ბერძენიშვილი აქ გამოსახულ საერო პირებში სამხრეთ სარკმლის წარწერაში მოხსენიებულ კვირიკესა და გიორგის მოიაზრებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 95-96